მოედანზე დაძაბული უშეღავათო ბრძოლა ქალბატონის, ერიკა როუს თამამმა საქციელმა გაანელა. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა სამხრეთის ტრიბუნასთან ჩოჩქოლი ატყდა.
60 ათასი მაყურებელი კიდევ უფრო აჟრიამულდა, როცა ერიკა მოედანზე წელს ზემოთ შიშველი გამოვარდა.
ცხადია, ის პოლიციამ დაიჭირა და მოედნიდან გაყვანისას მკერდს ქუდით უფარავდა.
ერიკა, რომელიც წიგნის მაღაზიის თანამშრომელი იყო, მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვეს. მისი
არადა წინა დღეს, ავადმყოფობა მოიმიზეზა და ერთი დღით განთავისუფლება სთხოვა.
სიცრუის გამო ერიკა უმუშევარი დარჩა, თუმცა დროებით. მალე მაღაზიის მეპატრონემ მას დანაშაული აპატია და სამსახურში აღადგინა. მოგვიანებით ერიკა როუ რამდენიმე სატელევიზიო ფილმში გადაიღეს. მერე კი პორტუგალიაში გადაბარგდა საცხოვრებლად და ახლა ფერმაში კარტოფილი მოჰყავს.
რაც შეეხება თვით თამაშს, იმ დღეს საშინლად ციოდა და წვიმიანი, ნამდვილი ბრიტანული ამინდი იდგა.
ინგლისელებმა უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვეს. "პომების" კაპიტანი კი ბილ ბომონტი გახლდათ, რომელიც ახლა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"