ფელანის გუნდში აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეები არიან. თუმცა რამდენიმე ინგლისში, "ავივა პრემიერშიპშიც" თამაშობს. ესენია: ორასიო აგულა, მარკოს აიერსა და გონსალო კამაჩო.
"პუმებმა" გასულ უქმეებზე საწვრთნელი მატჩი გამართეს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" და, გამარჯვების მიუხედავად, თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი არიან.
"მომავალ უქმეებზე ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, თუ გვინდა, რომ ოთხი ერის გათამაშებაში დებიუტი ღირსეული
ვფიქრობ, ჯერჯერობით საკმარისად მომწიფებულნი არ ვართ ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის. ჩვენმა მეტოქეებმა იციან, როგორ დაძლიონ მღელვარება და არ დაუშვან ბავშვური შეცდომები. ეს ჩვენც უნდა ვისწავლოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გადამწყვეტ მომენტებში თამაშის წესი არ დავარღვიოთ და არ დავჯარიმდეთ. ამან, შესაძლოა, მატჩის შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.
დარწმუნებული ვარ, ახალ ტურნირში წარმატებას მივაღწევთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დასახულ გეგმას ზედმიწევნით მივყვებით და შევასრულებთ, გამარჯვება გარდაუვალი იქნება" - თქვა არგენტინელთა პირველხაზელმა მარკოს აიერსამ.
აღსანიშნავია, რომ სანტიაგო ფელანის გუნდში არ მოიძებნა ადგილი არგენტინული რაგბის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, შუამარბ ფელიპე კონტეპომისთვის, რომელიც დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და პარიზული "სტად ფრანსეს" კაპიტანია.
სამაგიეროდ, "პუმებს" დაუბრუნდა მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც შარშამ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ტრავმის გამო გამოტოვა.
არგენტინის ნაკრები
ჰორასიო აგულა (ბასი), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), მარკოს აიერსა (ლსტერი), მარსელო ბოსხი, მანუელ კარისა, ეუსებიო გინასუ (სამივე-ბიარიცი), მარტინ ბუსტოს მოიანო, ავგუსტინ კრევი, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, ლუკას ამოროსინო (ხუთივე-მონპელიე), გონსალო კამაჩო (ექსეტერი), ხულიო ფერიასი (ტუკმენი), ხუან ფერნანდეს ლობე (ორივე-ტულონი), ალვარო გალიანდო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, ხუან პაბლო ორლანდი (ოთხივე-მეტრო რასინგი), მარტინ ლანდაჰო, ტომას ლეონარდი (ორივე-ლოს პუმასი), მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, ნიკოლას ვერგალო (სამივე-სტად ფრანსე), ფედერიკო სანჩესი (ბორდო), ლეონარდო სენატორე (ლოს პამპასი), ტომას ვალეხოსი (ჰლანეჰლი).
ოთხი ერი
18 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-არგენტინა
25 აგვისტო
არგენტინა-სამხრეთ აფრიკა
8 სექტემბერი
ახალი ზელანდია-არგენტინა
15 სექტემბერი
ავსტრალია-არგენტინა
29 სექტემბერი
არგენტინა-ახალი ზელანდია
6 ოქტომბერი
არგენტინა-ავსტრალია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"