ოთხი ერი: "ბოკე" და "ოლ ბლექსი" წინ გაიჭრნენ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ახალი სარაგბო ტურნირის ისტორია დაიწყო. ოთხი ერის გათამაშებაში, რომელშიც სამხრეთელი ბობოლები ასპარეზობენ, პირველი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო ბრძოლაში წარიმართა.

ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს დებიუტანტის, არგენტინის ნაკრების თამაში იწვევდა. "პუმებს" საკმაოდ სერიოზული გამომცდელი ჰყავდა - სამხრეთ აფრიკის განახლებული ნაკრები, რომელსაც ახალ მწვრთნელ ჰეინკე მეიერთან ერთად, დიდი და თანაც საფუძვლიანი ამბიციები აქვს.

არგენტინელები მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას საწყის 16 წუთში უწევდნენ. ამ დროისთვის გუნდებმა მხოლოდ თითო-თითო საჯარიმოს გატანა შეძლეს. თუმცა მერე "ბოკემ" ორი ლელო გაიტანა და ტაიმი
საკმაოდ სოლიდური სხვაობით, 20:6 მოიგო. "პუმებს" ექვსი ქულა ორი საჯარიმოთი მგეზავმა ხუან მარტინ ერნანდესმა შესძინა.

მეორე ტაიმში არგენტინელთა გუნდს მხოლოდ ერთხელ მიეცა ლელოს გატანის შანსი, თუმცა შერკინებით მიძალებისას, რაკში თამაშში ბურთი შეაყოვნეს და დაჯარიმდნენ. მასპინძლებმა კი კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 27:6 მოიგეს.

სანტიაგო ფელანი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მარცხის მიუხედავა
დ, ჩვენი გუნდის თამაშში ბევრი საინტერესო დეტალი შევნიშნე, რაც სამომავლოდ უნდა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.

ძალიან მიხარია, რომ ბიჭებმა თამაშში ყველაფერი გაიღეს, ბოლომდე იბრძოლეს. რომ არა ხარვეზები სათამაშო დისციპლინაში, ვფიქრო
ბთ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს გაცილებით მეტ პრობლემებს შევუქმნიდით.

ცხადია, "ბოკეს" თამაში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, როგორ
ც ყოველთვის, ეს გუნდი ღონიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ფეხით თამაშით გამოირჩევიან. ვფიქრობ, ერთი კვირის თავზე არგენტინაში სრულიად განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ".

მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა სიდნეიში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან წააგო 19:27. "ოლ ბლექსმა", როგორც მსოფლიოს თასის მფლობელს შეშვენის, თამაში აქტიურად და აგრესიულად დაიწყო.

მეტიც, ავსტრალიელების ჩათვლის მოედანში ორი ერთმანეთზე მარტივი კომბინაციით შეაღწიეს.

ახალზელანდიელებმა ორივეჯერ "ვოლაბების" 22-მეტრიან ზონასთან ახლოს დანიშნული შერკინებიდან შეტევა ფრთაზე განაგრძეს, სადაც ხელდახელ ბურთაობით მეტოქის დაცვა უსაქმოდ დატოვეს და 32-ე წუთისთვის თხუთმეტი ქულის სხვაობით, 18:3 იგებდნენ.

ტაიმის მიწურულს ავსტრალიელებმა შეძლეს მრავალფაზიანი შეტევის აკინძვა და "ოლ ბლექსის" ლელოში ვეტერანმა მეორეხაზელმა ნათან შარპმა შეაღწია, მგეზავმა ბერიკ ბარნსმა გარდასახა - 10:18.

მეორე ტაიმში გუნდებმა სამ-სამი საჯარიმო გაიტანეს და ანგარიშში რვაქულიანი სხვაობა შენარჩუნდა, რის გამოც წაგებულმა ავსტრალიამ ერთი პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო.

ავსტრალია-ახალი ზელანდია 19:27
ავსტრალია (15-9) ბეილი, ეშლი-კუპერი, ჰორნი, ფაინგაა, იოანი, ბარნსი, გენია. (1-8) რობინსონი (სლიპერი 68), პოლოტა ნაუ (მური 60), კეპუ, ტიმანი (საიმონსი 66), შარფი, დინსი (სამო 65), პოკოქი, ჰიგინნბოთამი.
ლ: შარფი. 4ს,გ: ბარნსი.
ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ჯეინი, ნონუ, ს.ბ. ვილიამსი. გეარი. არტერი, ა. სმითი (ვიუპუ 79). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ (ჰორი 77), ო. ფრენქსი, რომანო (რეტალეკი 52), ვაითლოქი (ბ.ფრენქსი 65), მესამი. მაქოა, რიდი.
2ლ: დაგი, ჯეინი. 5ს,გ: კარტერი.
მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია).

სამხრეთ აფრიკა-არგენტინა 27:6
სამხრეთ აფრიკა (15-9) კირხნერი, ჰაბანა (ენგელბერჰტი 68), დე ფილიერსი, ფ. სტეინი, მვოვო (პინარი 60), მ. სტეინი, ჰუგარი. (1-8) მთავარირა, ბ. დუ პლესი, ი. დუ პლესი. ესტბესი, ბეკერი (ფან დერ მერვე 48), კუცია, ალბერტსი, დენიელი.
3ლ: კირხნერი, კუცია, ჰაბანა. 3გ,2ს: მ. სტეინი.
არგენტინა (15-9) ამოროსინო, კამაჩო, ბოსხი, ფერნანდესი (როდრიგესი 69), აგულა, ერნანდესი, ვერგალო (ლანდახო 65). (1-8) რონსერო (აიერსა 60), გუნასუ, ფიგალო (ორლანდინი 60), კარისა, ალბასეტე, კაბელო (სენატორე 66), გალინდო (ლეონარდი 41), ფერნანდეს ლობე.
2ს: ჰერნანდესი.
მსაჯი: სტივ ველში (ავსტრალია)

II ტური
არგენტინა-სამხრეთ აფრიკა. ახალი ზელანდია-ავსტრალია
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 4 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 4, 3. ავსტრალია - 0, 4. არგენტინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული