ოთხი ერი: ერთი ცვლილება "პუმებში"

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა შაბათს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან გასამართ ოთხი ერის მატჩში მოთამაშე ძირითადი თხუთმეტეული დაასახელა.

"პუმების" შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. ამჯერად ფულბეკად მარტინ როდრიგესი ითამაშებს. ლუკას გონსალეს ამოროსინო კი საფრანგეთში გაემგზავრა და "მონპელიეს" იქაური ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში დაეხმარება. არგენტინელებს ისევ ხუან მარტინ ერნანდესი დაგეზავს, კაპიტანი კი კვლავ ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე იქნება.

"ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომლის გამოც სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან წავაგეთ, უკანა ხაზის სუსტი თამაში იყო. ამასთან ერთად, მოიკოჭლებდა სათამაშო დისციპლინა, რის გამოც ბევრჯერ დავჯარიმდით, განსაკუთებით
პირველ ტაიმში, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

ჩვენ მართლაც კარგი შერკინება გვყავს, არაფერს ვუთმობთ მეტოქეს მეორე ხაზშიც. ყველანაირად ვცდილობდით, ბურთი გვეკონტროლებინა. თუ არ ჩავთვლით სამ გაშვებულ ლელოს, დაცვაში თამაშითაც კმაყოფილი ვარ" - თქვა "პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა.

არგენტინა
15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსჰი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუისანი, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული