ტრადიციული პრეტენდენტების - ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად, ჩემპიონობაზე პრეტენზიას უელსის, ირლანდიისა და არგენტინის ნაკრებები აცხადებენ.
A ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან წააგო ინგლისის ახალგაზრდულმა გუნდმა - 24:31. "უმცროსი ბოკეს" შემადგენლობაში ისევ გამოირჩეოდნენ მგეზავი რობერტ დუ პრი და გარემარბი სეაბელო სენატლა. ამ უკანასკნელმა ინგლისელებს ორი ლელო გაუტანა.
B ჯგუფს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს - ახალი ზელანდია და ირლანდია. "უმცროსმა ოლ ბლექსმა" ავსტრალიის ახალგაზრდულ
ორი გუნდი ლიდერობს C ჯგუფშიც. უელსისა და არგენტინის ნაკრებებმა ორ-ორი გამარჯვება მიითვალეს. "უმცროსმა პუმებმა" მეორე ტურში სამოას ნაკრებს სძლიეს - 28:16. თავი მგეზავმა ემილიანო ბოფელიმ გამოიჩინა, რომელმაც თავისი ფეხჩუბინობის წყალობით გუნდს 18 ქულა მოუტანა.
გაცილებით მწვავე გამოდგა უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების ბრძოლა. "წითელმა ურჩხულებმა", მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს მხოლოდ ხუთი ქულის სხვაობით მოუგეს - 26:21. მათ შორის საუკეთესო მგეზავი სემ დევისი იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.
ამასობაში გაირკვა "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გამარჯვებული. იტალიის ნაკრებმა ჩილეში გამართული ტურნირის ფინალში კანადის გუნდს მოუგო - 45:23 და მომავალ წელს ისევ ელიტაში იასპარეზებს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში.
"უმცროსი სკუადრა აძურა", სავარაუდოდ, აშშ-ის ადგილს დაიკავებს.
A ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა-ინგლისი 31:24, საფრანგეთი-აშშ 45:3
სატურნირო მდგომარეობა: 1. სამხრეთ აფრიკა - 9 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. საფრანგეთი - 5, 4. აშშ - 0.
B ჯგუფი
ირლანდია-ფიჯი 46:3, ახალი ზელანდია-ავსტრალია 14:10
სატურნირო მდგომარეობა: 1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ირლანდია - 9, 3. ავსტრალია - 2, 4. ფიჯი - 0.
C ჯგუფი
არგენტინა-სამოა 28:16, უელსი-შოტლანდია 26:21
სატურნირო მდგომარეობა: 1. უელსი - 9 ქულა, 2. არგენტინა - 9, 3. შოტლანდია - 1, 4. სამოა - 0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"