შერკინების წესი ისევ იცვლება

AutoSharing Option
ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება იმით იქნება გამორჩეული, რომ შერკინების ახალი წესები სწორედ აგვისტოში, მისი დაწყებისთანავე დაინერგება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს კომისიამ, რომელშიც ყოფილი ელიტარული მსაჯები: ჯონ ჯეფი, ლინდონ ბრაი, ტარე ჰენინგი, დონალდ კორტნი, კლეიტონ ტომასი და ჯოელ ჯუტი შედიოდნენ, მიზნად დაისახა, შერკინების მოთამაშეების უსაფრთხოებასა და სანახაობრივ მხარეზე ეზრუნა.

ახალი წესებით გაიმართება მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩი კანადისა და აშშ-ის ნაკრებებს შორისაც.

ევროპელი მორაგბეები კი შერკინების "ახალ ხიბლს" სექტემბრიდან ეზიარებიან.

"ჩვენ სპეციალურად მოვითხოვეთ, ახალი წესებით ახლავე გვეთამაშა. ეს სამხრეთელ მოთამაშეებს გარკვეულ უპირატესობას
მისცემს ნოემბრის ტესტებისას.

მათ გაცილებით მეტი გამოცდილება ექნებათ მიღებული და ახალი წესების მიმართ უფრო ადაპტირებულნი იქნებიან, ვიდრე ევროპელები"
- თქვა სანზარის (ოთხი ერის ორგანიზატორი) აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

ამასთან ერთად, სანზარმა უკვე შეარჩია ის მსაჯები, რომლებიც ოთხი ერის გათამაშების მატჩებს განსჯიან. ესენია: კრეიგ იუიბერი (სამხრეთი აფრიკა), კრის პოლოკი (ახალი ზელანდია), სტივ უოლში (ავსტრალია), ალან როლანი, ჯორჯ კლენსი (ორივე - ირლანდია), ჟაკო პეიპერი (არგენტინა) ჟერომ გარსესი, რომან პუატი (ორივე - საფრანგეთი), ნაიჯელ ოუენსი (უელსი) და უეინ ბარნსი (ინგლისი).

"ჩვენ ვცდილობთ, თამაში რაც შეიძლება სანახაობრივი გავხადოთ. ერთი თვალით შორს ვიყურებით.

გვინდა, 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის თამაშის განვითარების მაქსიმალურად სასურველი ვარიანტი შევიმუშავოთ.

საამისოდ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა გუნდის მწვრთნელებთან და რაგბის კავშირების სპეციალისტებთან"
- თქვა ჯონ ჯეფიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტატიის ავტორს მგონი დაავიწყდა დაეწერა ახალი წესები რაში მდგომარეობს
ვახ ჩემი :(
akaki
19 ივლისი 2013 00:31
0
ისე ამ სტატიის ავტორს ისიც რომ დაეწერა რაში მდგომარეობს ახალი წესები, სულ არ იქნებოდა ურიგო ...
ბესიკის წკეპლა
18 ივლისი 2013 13:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული