ასეთი საგანგაშო დასკვნა ირლანდიის რაგბის კავშირმა იმიტომ გააკეთა, რომ მომავალი სეზონის ბილეთების მხოლოდ 50 პროცენტის გაყიდვა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ფულს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მეშვეობით შოულობს, თუმცა მერე მას რეგიონული კლუბებისა და რაგბის მასობრივად განვითარებისთვის ხარჯავს.
"ჩვენ ყველას მოგვიწევს ქამრების მოჭერა. მიუხედავად ამისა, ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები არ შეიცვლება.
ისევ განვაგრძობთ ეროვნული ნაკრების, ოთხი პროფესიული კლუბის
ეს ბიზნესია და მოგვიწევს სესხის აღება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი რთული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მძიმე ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში.
ჩვენ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ და რაგბის განვითარებისთვის უწინდებურად ვიზრუნებთ" - თქვა ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"