მორაგბემ ბრაიან ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი ვინგერი ბრაიან ჰაბანა სპორტის ამ სახეობაში უსწრაფეს ადამიანად ითვლება, მაგრამ რამდენად სწრაფია ის, როცა საქმე... თვითმფრინავთან გაჯიბრებას ეხება?

როგორც აღმოჩნდა, ჰაბანა ქურციკივით სწრაფია, მან "ეერბასს" გაასწრო.

ჰაბანა 30 წლისაა და ახლა "ტულონში" თამაშობს. მას სურდა ჩვენება, რომ სისწრაფე არსად დაუკარგავს და ახალგაზრდულად მარდია.

სხვათა შორის, სასტარტო დროშა (რომელიც სამხრეთ აფრიკის დროშის ფერებში იყო) მიკ ჯაგერის ქალიშვილმა ჯორჯია მეიმ ააფრიალა.

უკეთესი სტარტის წყალობით ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ფეხბურთელი :D
http://www.youtube.com/watch?v=gwehyLYSRwE
paata
04 აგვისტო 2013 18:45
0
მგონი გასაკვირი არაა თავიდან 400 ტონიან თვითმფრინავს თუ გაასწრო. ვინც ცოტა გარკვეულია ავიაციაში ამას სერიოზულად ვერ შეხედავს. :D
FLY
04 აგვისტო 2013 12:01
0
მაგ დორტმუნდის ფეხბურთელს ობამეიანგი ქვია,39 მეტრს ბოლტზე სწრაფად გარბის მართლა ძაან სწრაფია
giorgi
03 აგვისტო 2013 16:38
0
ჩვენი ფეხბურთელები და მორაგბეები ასე რომ დარბოდნენ?!
guja_kakhadze
03 აგვისტო 2013 14:20
0
აუ ის ვინ იყიდა დორტმუნდმა? მაგარი სწრაფი რო არის, ყველაზე სწრაფი ფეხბურტელია მგონი. სახელი არავინ იცით?
prince 10
01 აგვისტო 2013 13:43
0
ფრთები რომ ჰქონოდა თვითონაც გაფრინდებოდა
1
01 აგვისტო 2013 11:59
0

სიახლეები პოპულარული