საფრანგეთისა და ინგლისის რაგბის კავშირების ხელმძღვანელები დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ახლახან კი ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ეს ორი ფედერაცია ახალი საკლუბო ტურნირის, ევროპის ჩემპიონთა თასის დაარსებას აპირებს.
"ჩემპიონთა თასზე ელიტური სამი სარაგბო ლიგის გუნდები იასპარეზებენ, თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად ვეცდებით, ახალი ევროპული ქვეყნებიც მოვიზიდოთ, რაც კონტინენტზე რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა უკვე თანხმობა განაცხადეს ამ ტურნირში მონაწილეობის თაობაზე. ახლა ჯერი "კელტთა ლიგის" გუნდებზეა, სა
პირველი შეჯიბრება, ჩვენი ვარაუდით, უკვე მომდევნო წლის სექტემბერში დაიწყება", - ნათქვამია ინგლისისა და საფრანგეთის რაგბის კავშირების ერთობლივ კომუნიკეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"