ქართული ლეგიონი: შანსი ჯერ ყველას აქვს

AutoSharing Option
7 და 8 დეკემბერს ევროპულ რაგბიში სათასო ბატალიები განახლდება.

"ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში, მორიგი მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ჯგუფური ტურნირი ახალი დაწყებულია და, ცხადია, ჯერ პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობაზე ლაპარაკი ნაადრევია. შანსი ჯერ კიდევ ყველას აქვს. იმათაც, ვინც ორი თამაშიდან ორივე წააგო.

"ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან ოთხი ჯგუფის ლიდერია.

ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "მეტრო რასინგი" და "პერპინიანი". გალიდერების შანსი აქვს A ჯგუფში მოასპარეზე საფრანგეთის ჩემპიონ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", რომელიც შინ მიიღებს უელსურ "ოსფრიზს". ამ გუნდმა
განვლილი ორი თამაშიდან ორივე წააგო და, თუ პლეი ოფში გასვლა უნდა, "კასტრს" აუცილებლად უნდა სძლიოს, რაც იოლი საქმე სულაც არ არის. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება.

B ჯგუფში ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" ექვსი ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

ამდენივე ქულა დაუგროვდა ინგლისურ "ექსეტერს". ტულონელები მესამე ტურში სწორედ ამ გუნდს დაუპირისპირდებიან სტუმრად და გამარჯვების შემთხვევაში ერთი ფეხით პლეი ოფში იქნებიან.

ამავე ჯგუფში უელსური "კარდიფი" შოტლანდიურ "გლაზგოს" უმასპინძლებს.

ორი თამაშიდან ორივე მოიგო C ჯგუფში მოასპარეზე ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა".

ფრანგული რაგბის გრანდი ამ ჯგუფის უპირობო ფავორიტია. ტულუზელები ამჯერად შინ მიიღებენ ირლანდიურ "ქონოთს" და, სავარაუდოდ, ასპარეზობას ასპროცენტიანი შედეგით განაგრძობენ. ბრეგვაძე და კაკოვინი დაშავებულნი არიან. ამავე ჯგუფში იტალიური "ზებრე" შინ მიიღებს ინგლისურ "სარასენზს".

D ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფადაა" აღიარებული. აქ დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" და დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" ერთად უელსური "ჰლანეჰლი" და ინგლისური "ჰარლიქვინზი" ასპარეზობენ.

ექვს-ექვსი ქულით ჯგუფს სათავეში "მეტრო რასინგი" და "ჰლანეჰლი" უდგანან.

პარიზელები მესამე ტურში "ჰარლიქვინზს" უმასპინძლებენ, რომელმაც განვლილი ორი მატჩიდან ორივეში წააგო. ასევე საკუთარ მოედანზე ითამაშებენ "ვულკანებიც" და "ჰლანეჰლისთან" მორიგი საშინაო გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" E ჯგუფში მესამე ადგილზეა. ჩვენებურთა ეს გუნდი მესამე ტურში სტუმრად ითმაშებს მეორეადგილოსან ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან".

გათამაშებას კი, ორი მოგებით ირლანდიური "ალსტერი" ლიდერობს, რომელიც შინ აუტსაიდერს, იტალიურ "ბენეტონს" მიიღებს.

F ჯგუფში ყველას თითო მოგება აქვს, თუმცა ექვსი ქულით პირველ ადგილზე გიორგი ჟღენტის "პერპინიანია". ფრანგულმა კლუბმა ორი პრემიალური ქულის აღება შეძლო. დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგს" კი, ოთხი ქულა აქვს და მესამეა.

პერპინიანელები სტუმრად ეთამაშებიან ირლანდიურ "მანსტერს", ედინბურგი კი, შინ მიიღებს ინგლისურ "გლოსტერს". ქართველი მორაგბეები ტრავმირებულნი არიან.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
III ტური
კასტრი-ისფრიზი, ნორსჰემპთონი-ლენსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 8 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 5, 3. კასტრი - 4, 4. ოსფრიზი - 0.

B ჯგუფი
III ტური
კარდიფი-გლაზგო, ექსეტერი-ტულონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 6 ქულა, 2. ექსეტერი - 6, 3. კარდიფი - 5, 4. გლაზგო - 5.

C ჯგუფი
III ტური
ზებრე-სარასენზი, ტულუზი-ქონოთი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 9 ქულა, 2. ქონოთი - 5, 3. სარასენზი - 5, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი
III ტური
კლერმონი-ჰლანეჰლი, მეტრო რასინგი-ჰარლიქვინზი
სატურნირო მდგომარეობა
1. მეტრო რასინგი - 6 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 6, 3. კლერმონი - 5, 4. ჰარლიქვინზი - 2.

E ჯგუფი
III ტური
ალსტერი-ბენეტონი, ლესტერ ტაიგერზი-მონპელიე
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 8 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 6, 3. მონპელიე - 4, 4. ბენეტონი - 0.

F ჯგუფი
III ტური
მანსტერი-პერპინიანი, ედინბურგი-გლოსტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. პერპინიანი - 6 ქულა, 2. მანსტერი - 5, 3. ედინბურგი - 4, 4. გლოსტერი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული