ეროტიკული კალენდარი ოქსფორდის უნივერსიტეტის რაგბის ქალთა გუნდისგან [PHOTO]

AutoSharing Option
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქალთა რაგბის გუნდის მოთამაშეებმა საქველმოქმედო კალენდრისთვის გაიხადეს.

გოგონებმა ფოტოები ქალაქის ქუჩებში დედიშობილებმა, მხოლოდ რაგბის ბუცებითა და წინდებით შემოსილებმა გადაიღეს.

მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე 25 წლის ტატიანა ქათსი შებოჭვას უკეთებს მდინარის პირას მყოფ 23 წლის დანიელ იარდის. ტატიანა იხსენებს, რომ ფოტოს გადაღებისას საშინლად ციოდა, თუმცა ის საქმე, რისთვისაც ის და მისი თანაგუნდელები "დაშვრნენ", ამ წვალებად ღირდა.

ტატიანა კაპიტანია. ის რაგბის თამაშს კებლ კოლეჯში სწავლას უხამებს:

"თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ წუთებში ეს ნერვიულობა გაქრა და ყველაფერი სახალისოდაც გვეჩვენა. ეს კარგია ჩვენი
გუნდის პიარისთვისაც. კიდევ კარგი, მზიანი დღე იყო - გაგვიმართლა, რომ არ გავიყინეთ. იმ ფოტოს გადაღებისას ორჯერ მოვადინეთ ზღართანი მდინარეში.

ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძლიერი ქალების მხარდაჭერა და გახალისებაა. ეს გოგონები ათლეტურები არიან, მათი სხეულები იმსახურებს იმას, რომ პუბლიკამ გაიცნოს"
, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.

2014 წლის კალენდრის ფოტოები შავ-თეთრია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ქალთა ამ გუნდს დევიზად აქვს: "დაუბრუნდი შენს თავს". მათ კალენდრის გადაღება მას მერე გადაწყვიტეს, რაც ჯერ ვაჟთა გუნდს დაეხმარნენ ანალოგიური კალენდრის გაყიდვაში.

"ჩვენ ვნახეთ შარშან ვაჟთა გუნდის კალენდრის დიდი წარმატება. მაშინ ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რომ ჩემი გუნდის კალენდარსაც სიამოვნებით შეიძენდა და აი, ისიც", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი ელიზაბეთ დუბუა.

"როცა ქალი რაგბის თამაშობს, მასზე სტერეოტიპებია ჩამოყალიბებული და ჩვენ ამ სტერეოტიპების დარღვევაც გვსურდა", - ისევ დუბუა.

კალენდარი 10 ფუნტ სტერლინგად იყიდება, თანხები კი ოქსფორდის ფსიქოჰიგიენის ცენტრს გადაეცემა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამაშები აიჭიმონ გაცივდებიან ისე ბოლო ორი კაია(იფ)
0
ე,არ ჯობია ოქსფორდი,გეპეის?:))
qartlosi
14:33 06-12-2013
0

სიახლეები პოპულარული