ვებ-გვერდის ვერსიით, წლის ფოტოდ უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას გადაღებული კადრი დასახელდა, რასაც ჩვენც ვეთანხმებით - "წითელი ურჩხულების" გარემარბმა ჯორჯ ნორსმა ავსტრალიელი იზრაელ ფოლაუ ბურთიანად ხელში აიტაცა და რამდენიმე მეტრი ირბინა.
ამავე ვებ-გვერდის ვერსიით, წლის მოთამაშედ ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი კირან რიდი დასახელდა, საუკეთესო გუნდად - "ოლ ბლექსი". წლის მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცი ჰეინკე მეიერი გახდა.