სკელსო კლერმონს დააკლდება, არგენტინას?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯმა მარტინ სკელსომ გასულ უქმეებზე, "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ირლანდიურ "ლენსტერთან" მატჩში მარჯვენა ხელი მოიტეხა.

არგენტინელს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ. "კლერმონის" მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ სკელსო თამაშს სეზონის ბოლომდე ვეღარ შეძლებს, გამორიცხული არ არის, კლუბმა "სამედიცინო ჯოკერის" წესით ისარგებლოს და მის ნაცვლად, დაბალი დივიზიონებიდან, ახალი შერკინების ბურჯი აიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ დავით ზირაქაშვილს და კომპანიას შაბათს ურთულესი განმეორებითი შეხვედრა ელის ირლანდიაში "ლესტერთან", თუმცა "ვულკანები" მანამდე ახალი მოთამაშის დამატებას ვერ მოასწრებენ. სავარაუდოდ, მათ ჯერ არჩევანიც არ აქვთ
გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. 35 წლის სკელსო კი "პუმების" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მან, შესაძლოა, ვერც ახალ ზელანდიაში ითამაშოს. არგენტინელებისთვის ეს უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან შერკინება მათი წარმატებული თამაშის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული