არგენტინელს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ. "კლერმონის" მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ სკელსო თამაშს სეზონის ბოლომდე ვეღარ შეძლებს, გამორიცხული არ არის, კლუბმა "სამედიცინო ჯოკერის" წესით ისარგებლოს და მის ნაცვლად, დაბალი დივიზიონებიდან, ახალი შერკინების ბურჯი აიყვანოს.
აღსანიშნავია, რომ დავით ზირაქაშვილს და კომპანიას შაბათს ურთულესი განმეორებითი შეხვედრა ელის ირლანდიაში "ლესტერთან", თუმცა "ვულკანები" მანამდე ახალი მოთამაშის დამატებას ვერ მოასწრებენ. სავარაუდოდ, მათ ჯერ არჩევანიც არ აქვთ
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. 35 წლის სკელსო კი "პუმების" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მან, შესაძლოა, ვერც ახალ ზელანდიაში ითამაშოს. არგენტინელებისთვის ეს უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან შერკინება მათი წარმატებული თამაშის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.