"შესანიშნავი სხდომა გამოგვივიდა, მან ნამდვილად წინ წასწია "რაგბი ევროპა". ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და სპონსორობის საკითხებში. შეიცვალა და უფრო თანამედროვე, მარტივი გახდა ჩვენი წესდება, რომელიც ამიერიდან უფრო ეფექტურ მართვას და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
მოხარული ვარ, რომ
ასევე, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო აღმასრულებელი კომიტეტის წევრად შვედეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ყოფილი მორაგბე ქალბატონის, მადლენ ლაჰტის არჩევის ფაქტი - ეს "რაგბი ევროპის" აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია.
რაგბი ევროპის" აღმასრულებელ კომიტეტს ასევე შეუერთდა ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელი რობ ედვინი, რომელიც დაინიშნა ბავშვთა და ჭაბუკთა რაგბის განვითარების და სატურნირო კომიტეტების თავმჯდომარედ. მისი წინამორბედი, უელსის რაგბის კავშირის წარმომადგენელი მარტინ დევისი ამიერიდან შეცვლის ოქტავიან მორარიუს სანაკრებო და პროფესიული რაგბის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
"მსოფლიო რაგბის", რაგბის მსოფლიო მმართველი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა და ჩვენი ხაზინადარის, ხოსე მარია ეპალზას სიფრთხილე და ეფექტურობა ფულადი რესურსების მართვაში, საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგვიძლია წინ გავიხედოთ და შევიმუშავოთ შემდგომი განვითარების, რაგბის ყველა ევროპულ ქვეყანაში შეტანის გეგმები. ამ მიმართებაში, აღსანიშნავია ბელორუსისთვის ახლახან "რაგბი ევროპის" სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება; ასევე, მსურს მივულოცო კვიპროსს "მსოფლიო რაგბის" რიგებში გაერთიანება ასოცირებული წევრის სახით. ახლო მომავალში სლოვაკეთის რაგბის კავშირიც გეგმავს "მსოფლიო რაგბიში" გაწევრიანების განაცხადის შეტანას და ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას."
"წინა სეზონის განმავლობაში, "რაგბი ევროპის" ეგიდით, გაიმართა 1000-ზე მეტი მატჩი კაცთა, ქალთა, ჭაბუკთა და 7-კაცა ნაკრებების, პროფესიული და სამოყვარულო გუნდების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საშეჯიბრო სტრუქტურის გადახალისებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული რაგბის საფუძველი, ჭეშმარიტი სარაგბო სულის და ფასეულობების მატარებელი სამოყვარულო რაგბია. სწორედ ამითაა გამორჩეული რაგბი სხვა სპორტის სახეობებისგან." - თქვა "რაგბი ევროპის" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"