30 დეკემბერი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1888 წელი
უელსის ნაკრებმა კარდიფში ბრიტანული ტურნეს პირველ მატჩში მაორებს მოუგო. თამაშის მეორე წუთზე ლელო ნორმან ბიგზმა გაიტანა.

1969 წელი
ამ დღეს დაიბადა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი შუამარბი ბრენდონ ვენტერი. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი უკანახაზელი იყო და "ბოკეს" შემადგენლობაში 17 კეპი მოიხვეჭა. 1995 წლის მსოფლიოს თასის ფინალურ მატჩში, ახალი ზელანდიის ნაკრებთან, ვენტერი შეცვლაზე შევიდა. მან ეროვნულ გუნდში ბოლოს 1999 წლის მსოფლიოს თასზე შოტლანდიის ნაკრებთან ითამაშა.

ვენტერმა სარაგბო კარიერა ინგლისში განაგრძო, სადაც "ლონდონ აირიშის" მწვრთნელი გახდა და 2002 წელს გუნდს "ჩელენჯ
კაპი" მოაგებინა. ამის შემდეგ ბრენდონ ვენტერმა ბედი მედიცინაში სცადა. 2009 წელს კი ინგლისური "სარასენზის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

1909 წელი
"ლესტერ ტაიგერზის" პირველი შეხვედრა "ბარბაროსებთან" ფრედ - 9:9 - დასრულდა. თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა.

გუნდებმა სამ-სამი ლელო მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ მატჩს ყოფილი ლესტერელი არტურ ჯოუნზი სჯიდა, რომელმაც მასპინძლებს საჯარიმო ლელო ჩაუთვალა, რითაც "ლესტერი" მარცხისგან იხსნა.

1945 წელი
ახალი ზელანდიის ჯარის ნაკრებმა, უელსურ ტურნეში ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ, "ნიუპორტთან" ფრედ ითამაშა - 3:3. მასპინძელთა შორის გამორჩეულები ალფ პენტინგი და ჯიმი ჰოკინსი იყვნენ.

ამავე დღეს შოტლანდიის ნაკრების მომავალმა შერკინების ბურჯმა და რაგბიზე მწერალმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კორესპონდენტმა ნორმან მეირმა (მერჩინსტონი), ინგლისის სკოლების ნაკრებთან მატჩში შოტლანდიის სკოლების ნაკრებში ითამაშა. შეხვედრა ინგლისელებმა 18:10 მოიგეს.

1951 წელი
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ბრიტანულ ტურნეში ყველაზე ძნელი ბრძოლა გადახდა მიდლენდის ნაკრებთან. "ბოკემ" მატჩი მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი საჯარიმოს წყალობით მოიგო - 3:0.

1968 წელი
უელსის ნაკრების მწვრთნელებმა მუშაობის ახალი მეთოდი შემოიღეს. მათ გამოაცხადეს იმ 25 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც ყოველ უქმეებზე იკრიბებოდნენ და ვარჯიშობდნენ. ამ მოთამაშეებიდან კი საბოლოოდ აირჩიეს ისინი, ვინც ხუთ ერზე ითამაშა. მაშინ იმ მორაგბეთა შორის იყო "ლონდონ ველშის" ახალგაზრდა ფულბეკი ჯი პი არ ვილიამსი.

2008 წელი
ბასკური "ბაიონის" ფულბეკი ქსავიე გარბაჟოზა ქრონიკული ტრავმების გამო იძულებული გახდა სარაგბო კარიერა დაესრულებინა. 32 წლის უნივერსალურმა უკანახაზელმა საფრანგეთის ნაკრებში 31 კეპი მოიხვეჭა. ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს" კი 2003 წელს "ჰეინეკენის თასის" მოგებაში დაეხმარა. გარბაჟოზას კარიერა 12 წელიწადს გაგრძელდა.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული