ალი ვილიამსი ბუცებს პოხავს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მეორეხაზელი ალი ვილიამსი რაგბიში დაბრუნებას აპირებს. მან წლის დასაწყისში აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა.

29 წლის ვილიამსი ამჟამად ინგლისში, ნოტინგემში იმყოფება და ინგლისის ჩემპიონატში საასპარეზოდ ემზდება.

"ძალიან გამიხარდა გუშინ საღამოს გუნდთან ერთად რომ ვივარჯიშე. ვგრძნობ, მოედანს მალე დავუბრუნდები. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ბუცებს მოვირგებ და ნოტინგემელებს იანვარში გასამართ შეხვედრებში დავეხმარები", - თქვა ალი ვილიამსმა.

"ნოტინგემს" იანვრის პირველ ნახევარში მართლაც საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. 9 იანვარს მეტოქე "ბრისტოლი" იქნება, 14 იანვარს კი მრისხანე "მანსტერს"
დაუპირისპირდება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული