3 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1967 წელი
ამ დღეს დაიბადა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფრანსუა პინარი.

შერკინების მესამეხაზელმა "ბოკეს" შემადგენლობაში 29 კეპი მოიხვეჭა. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1995 წლის მსოფლიო თასის მოგება იყო. მაშინ სამხრეთ აფრიკაში გამართულ შეჯიბრებაში "ბოკემ" ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა 15:12.

"ვებ ელისის" სახელობის მსოფლიოს თასი პინარს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ გადასცა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო ლამის მსოფლიოს სპორტის ხატად გადაიქცა.

პინარმა კარიერა "ტრანსვაალში" დაიწყო და ამ გუნდთან ერთად "ქარის თასს" ათჯერ დაეუფლა. მისი სანაკრებო კარიერა კი სამარცხვონოდ
დასრულდა. 1996 წელს "ბოკეს" მწვრთნელმა ანდრე მარკგრაფმა პინარს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. ამის შემდეგ ფრანსუა ინგლისში გადაბარგდა და რაგბის თამაში იქაურ "სარასენზში" 2000 წელს დაასრულა.

1892 წელი
ინგლისის ნაკრებმა სეზონი წარმატებით დაიწყო. ბლეკხიტში "პომებმა" უელსის ნაკრები მშრალი ანგარიშით 17:0 დაამარცხეს.

1911 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა საერთაშორისო მატჩშებში პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ლე ბლემ" პარიზში მინიმალური სხვაობით – 16:15 დაამარცხა შოტლანდიის ეროვნული გუნდი.

1932 წელი
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს "თვიქნემზე" 7:0 მოუგო. მატჩში ერთადერთი ლელო გარი ბრენდმა გაიტანა.

1941 წელი
გერმანელების მიერ დაბომბილ კარდიფში საგრძნობლად დაზიანდა უელსელთა მთავარი სარაგბო არენა "არმს პარკი".

1982 წელი
ინგლისის ნაკრებმა ერიკ როუსა და ბილ ბეომონტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "თვიქნემზე" ავსტრალიის ეროვნულ გუნდს პირველი ტაიმი 15:11 მოუგო. თუმცა "ვოლაბებმა", ფლანკერ ნიკ ჯივონსის ლელოთი და ფულბეკ მარკუს როუზის სამი საჯარიმოთი, მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს. მარცხის მიუხედავად, "პომების" მწვრთნელთა შტაბი თამაშის ხარისხით კმაყოფილი იყო.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული