დალალიო ვილკინსონის მოკვეთას ითხოვს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლოურენს დალალიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ეროვნული გუნდიდან მოკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვილკინსონმა ახლახან ფრანგულ "ტულონთან" კონტრაქტი 2013 წლამდე გააგრძელა. ინგლისის რაგბის კავშირმა კი, მანამდე მიიღო გადაწყვეტილება - 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები მიიწვიოს.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა, თუ გინდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, შენს ქვეყანაში უნდა დარჩე. თუ გინდა ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წასვლა, წადი, ოღონდ ეროვნული ნაკრები დაივიწყე. სრულიად ვეთანხმები ინგლისის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას.

მიმაჩნია, რომ ძლიერი ეროვნული ნაკრების
საფუძველი, ძლიერი ეროვნული ჩემპიონატია.

სპონსორი რომ ვიყო და სურვილი გამიჩნდეს ინგლისურ რაგბიში მილიონები ჩავდო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაზე ცნობილი ინგლისელი მორაგბეები სწორედ ინგლისის ჩემპიონატში იასპარეზებენ", - თქვა დალალიომ.




.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენთან კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა საზღვარგარეთ გაუშვან. ამაზე ხელსაც ითბობენ, იყიდე გაყიდეა გაჩაღებული და ამას ყველაფერს ბიზნეს უძახიან!
shoda
13:06 05-01-2011
0
შოდა ჩვენ ჩემპიონატსა და უცხოეთის ჩემპიონატს შორის უდიდესი განსხვავებაა... იქ ნათამაშები ხალხი აქ მწვრთნელად ჩამოვა და ქართული რაგბი წინ წავა...
Jamel
20:53 06-01-2011
0

სიახლეები პოპულარული