11 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1903 წელი
უელსის ნაკრებმა სუონსიში ინგლისის ეროვნულ გუნდს 21:5 მოუგო. უელსელთა შერკინების ბურჯმა ჯეიდ ჰოჯსმა, რომელიც იძულებული იყო თავისთვის უჩვეულო, გარემარბის პოზიციაზე ეთამაშა, მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

1926 წელი
ამ დღეს დაიბადა ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული ცხრა ნომერი ჯეკი კაილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, ვისაც ოდესმე "სამყურების" კვართი მოურგია. კაილი 1948 წელს დიდი სლემის გათამაშებაში მგეზავ კარლ მალენთან ერთად ირლანდიის ნაკრების წარმატების სულისჩამდგემლი იყო. მან 1950 წელს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ექვსი შეხვედრა
გამართა. რაგბიდან წასვლის შემდეგ კაილი 35 წლის განმავლობაში ზიმბაბვეში ქირურგად მუშაობდა. მერე ისევ ირლანდიაში დაბრუნდა. 1999 წელს ის რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2008 წელს კი, IRB-ის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

1959 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო - 9:0. თამაში პარიზში, საკმაოდ ცუდ ამინდში გაიმართა. ფრანგებმა იმ წელიწადს ყველა შეხვედრა მოიგეს და დიდი სლემი შეასრულეს. შოტლანდიელებს თითო ლელო მეორეხაზელმა ლუსიენ მიასმა და მესამეხაზელმა ფრანსუა მონკლამ გაუტანა. თამაშს "სტად ივე დუ მანუარზე" 26 ათასი მაყურბელი დაესწრო.

1970 წელი
ტომ კირნანმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მტჩში, "ლენსდაუნ როუდზე", ბოლო წუთზე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ირლანდიის ეროვნული გუნდი მარცხისგან იხსნა - 8:8.

1973 წელი
რობინ ვილიამსის ბრწყინვალე თამაშმა იმედი ჩაუსახა "ნიუპორტის" ქომაგებს, რომ მათი საყვარელი გუნდი 1963 წლის ტრიუმფს გაიმეორებდა. ვილიამსმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ორი საჯარიმო, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა გაუტანა, თუმცა ეს გმირობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ბოკემ" ის თამაში 20:15 მოიგო.

1983 წელი
უელსურმა რაგბიმ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ამსტერდამში 53 წლისა გარდაიცვალა უელსის ნაკრებისა და "ჰალანეჰლის" მთავარი მწვრთნელი კერვინ ჯეიმზი. ის მთელი არსებით რაგბის ეკუთვნოდა. მისმა სულიერმა კავშირმა ამ თამაშთან, რაგბის მისებურმა ფილოსოფიამ შედეგად მოიტანა "ბრიტანელი ლომების" ერთადერთი დაუმარცხებელი სერია ახალ ზელანდიაში.

2006 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა ტანა უმაგამ ეროვნული გუნდში თამაშის დასრულება გადაწყვიტა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო შუამარბმა "ოლ ბლექსში" 74 კეპი მოიხვეჭა. მისი მეთაურობით ახალი ზელანდიის ნაკრებმა 2005 წელს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა "ბრიტანელ ლომებთან" მატჩში. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდში, უმაგამ პირველ 24 შეხვედრაში გარემარბად ითამაშა, თუმცა ის, მოგვიანებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბი გახდა. უმაგა ახალი ზელანდიიდან საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც გია ლაბაძისა და დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ის შარშან ისევ სამშობლოში დაბრუნდა და "მანუკაუში" თამაშობს.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული