უელსის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში პირველად გამოიყენა ახალი ტაქტიკა - შერკინების რვა მოთამაშეს პლუს შვიდი უკანახაზელი. უელსელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და 16:3 მოუგეს. თავი გამოიჩინეს ჰოპ მედოკმა, ტედი მორგანმა, ჩარლი პრიტჩარდმა და ჯეოიდა ჰოჯსმა.
1954 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრები მატჩის ბოლო წუთებზე სასწაულებრივად გადაურჩა მარცხს. "ოლ ბლექსმა" კორკში, "მერდიკ გრაუნდზე" ჯონ ტენერის ლელოს წყალობით "მანსტერს" სძლია - 6:3. ეს ახალზელანდილეთა ბოლო მატჩი იყო ირლანდიურ ტურნეში.
1962 წელი
"ნორსჰემპთონმა" უელსურ "ნისთან" შეხვედრაში ინგლისის ნაკრების ექვსი მორაგბე ათამაშა,
1962 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება გამარჯვებით გახსნა. "ლე ბლემ" სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს 11:3 მოუგო. ერთი ლელო გარემარბმა ანრი რანკულმა გაიტანა, მგეზავმა პიერ ალბალადეჟომ გარდასახა და ზედ ორი საჯარიმოც მიაყოლა.
1973 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში რეკონსტრუირებულ "პარკ დე პრენსზე" პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. "ლე ბლემ" ურთულეს ბრძოლაში შოტლანდიის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 16:13. საფრანგეთის ნაკრების შუამარბმა, კლოდ დურთმა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა.
1976 წელი
ავსტრალიის ნაკრებმა კორკში "მანსტერს" 15:13 მოუგო. "ვოლაბებმა" გამარჯვებას პოლ მაკლინის ფეხჩუბინობის წყალობით მიაღწიეს. მან გუნდს 11 ქულა მოუტანა.
2009 წელი
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი კლუბის დაარსება, რომელსაც, სავარაუდოდ, ზე რაგბის გათამაშებაში უნდა ეასპარეზა. გუნდი ერთობლივად შექმნეს აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებმა.
"სამხრეთელ მეფეებს" დებიუტი 2009 წლის 9 ივნისს "ბრიტანელ ლომებთან" მატჩში უნდა ჰქონოდათ, პორტ-ელიზაბეტში, "ნელსონ მანდელას" სტადიონზე, მაგრამ, ვინაიდან ზე რაგბის გათამაშებაში ავსტრალიური "მელბურნ რებლზი" დაუშვეს, თამაში არ შედგა.
.