რასელ ქროუ სონი ბილს რაგბი ლიგაში ეპატიჟება

AutoSharing Option
ჰოლივუდის ცნობილმა მსხიობმა რასელ ქროუმ ახალი ზელანდიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის, სონი ბილ ვილიამსის რაგბი ლიგაში დაბრუნება განიზრახა. ამის შესაძლებლობა მას მხოლოდ წლეულს გასამართი მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ მიეცემა.

ვილიამსმა სარაგბო კარიერა რაგბი ლიგაში დაიწყო და რაგბიში 2008 წელს გადაბარგდა, როცა კონტრაქტი ფრანგულ კლუბ "ტულონთან" გააფორმა. სონი ბილი სამშობლოში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ხელშეკრულება ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან გააფორმა. შარშან კონტაქტს ვადა გაუვიდა. ვილიამსი რაგბი ლიგაში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა რაგბის კავშირმა ყველაფერი იღონ მის დასაყოლიებლად. სონი ბილს ახლა მასთან ერთწლიანი
კონტრაქტი აკავშირებს. იმავდროულად ის ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზში" ზე რაგბის გათამაშებაში იასპარეზებს.

მანამდე კი სონი ბილ ვილიამსი სპორტის კიევ ერთი სახეობით ერთობა. ის მალე პროფესიულ რინგზე მესამე ბრძოლას გამართავს. ვილიამსს საშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ენტონი მანდაინი ავარჯიშებს, სწორედ მან შეახვედრა ვილიამსი რასელ ქროუს, რომელიც რაგბი ლიგის გუნდ, "საუთ სიდნეის" თანამფლობელია.

მოახერხეს თუ არა შეთანხმების მიღწევა, იდუმალებითაა მოცული. ყველაფერი მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული