ახალი ზელანდიის ჯარის ნაკრებმა პირველად წააგო ბრიტანულ ტურნეში "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან 6:11.
1952 წელი
ყოფილმა უელსელმა სპრინტერმა კენ ჯოუნზმა "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა და უელსის ეროვნულ გუნდს 8:6 მოაგებინა. ინგლისელთაგან თითო ლელო ალბერტ აჯერმა და ჯონ ვუდვორდმა მიითვალეს. გამარჯვება სტუმართა გუნდს მალკოლმ ტომასმა საჯარიმოთი მოუტანა. უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" მიღწეული წარმატების შემდეგ შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებიც დაამარცხა. ბოლოს კი საფრანგეთის ნაკრების ძლევით - 9:5 დიდი სლემი შეასრულა.
1963 წელი
ინგლისის ნაკრებმა კარდიფში, საშინელ ამინდში უელსის ნაკრების
1974 წელი
ხუთი ერის გათამაშების პირველივე ტურში მასპინძლებმა მოიგეს. საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში ირლანდიის ეროვნული გუნდი 9:6 დაამარცხა, უელსელებმა კი კარდიფში "სკოტებს" მშრალი ანგარიშით 6:0 სძლიეს.
1980 წელი
ინგლისის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება ირლანდიის ეროვნულ გუნდთან მოგებით დაიწყო - 24:9. ამ გამარჯვებამ "პომებზე" კატალიზატორივით იმოქმედა და 23-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი სლემის შესრულება შეძლეს.
ირლანდიელებთან მატჩში დებიუტი ჰქონდა სერ კლაივ ვუდვორდს, რომელიც თამაშში ფეხმოტეხილი ტონი ბონდის ნაცვლად ჩაერთო. ვუდვორდმა ეროვნულ ნაკრებში 20 კეპი მოიხვეჭა და ორჯერ ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. თუმცა მან ყველაზე ღირებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი თავკაცობით ინგლისის ნაკრებმა 2003 წელს მსოფლიოს თასი მოიგო, რისთვისაც სერის წოდება მიანიჭეს.
1996 წელი
SANZAR-მა (ზე რაგბის ორგანიზატორი) გადაწყვიტა გუნდებს მატჩში ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის დამტებით საპრემიო ქულა მიენიჭებინა. ეს ფორმატი, მოგვიანებით, ევროპელებმაც შემოიღეს.
.