უელსის ნაკრებმა კარდიფში "არმს პარკზე" ინგლისის ეროვნული გუნდი გაანადგურა - 28:6. მასპინძლებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. "პომების" შემადგენლობაში ითამაშა ლეგენდარულმა ვეველ ვეკეფილდმა, თუმცა "მფრინავ" უელსელბს ვერაფერი დაუპირისპირა.
1933 წელი
უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" პირველად დაამარცხა ინგლისის ეროვნული გუნდი - 7:3. მატჩის გმირი გარემარბი რონი ბუნი გახდა, რომელმაც ერთი ლელო და ერთიც არეკნი მიითვალა. ეროვნული ნაკრების კვართით, ეს მისი ბოლოსწინა მატჩი იყო.
1950 წელი
უელსის ნაკრებმა "პომებს" სტუმრად სძლია 11:5 და 39-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შეასრულა დიდი სლემი. უელსელთა რიგებში
1956 წელი
მაიკ სმითმა პირველად და უკანასკნელად ითამაშა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მგეზავის პოზიციაზე. "პომებმა" იმ დღეს შინ წააგეს უელსის ეროვნულ გუნდთან - 3:8. სმითმა, მოგვიანებით, სახელი გაითქვა როგორც უბადლო მოკრიკეტემ. ის ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც როგორც მორაგბეთა, ისე მოკრიკეტეთა ნაკრებშიც უთამაშია.
მაიკ სმითმა ინგლისის კრიკეტის ნაკრებში 50 შეხვედრა გამართა და ყველასათვის მისაბაძი იყო. ხშირი ტრავმების მიუხდავად ის უკან არაფერზე იხევდა და მეტოქეს ბოლომდე, თავდადებით ებრძოდა.
1961 წელი
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს მოუგო - 12:5. "ბოკემ" ზედიზედ მეოთხედ შეასრულა დიდი სლემი. სამხრეთაფრიკელებმა ჯერ უელსის ნაკრებს მოუგეს - 3:0, მერე "სამყურები" დაამარცხეს - 8:3.
შოტლანიის ეროვნულ გუნდთან მატჩამდე კი "პომებს" სძლიეს - 5:0.
"სკოტებთან" მატჩში გაიბრწყინა "ბოკეს" ლეგენდარულმა რვა ნომერმა დაგ ჰოპვუდმა, რომელმაც ერთი ლელო დადო.
1978 წელი
შოტლანდიის ნაკრებმა დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან 9:12 წააგო. მატჩი დრამატული გამოდგა, "სკოტების" კაპიტანმა, ქომაგთა ნებიერამ დაგი მორგანმა მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმო ვერ გაიტანა. არადა, იქამდე მორგანი უზადო ფეხჩუბინობით გამოირჩეოდა.
2009 წელი
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა "ბრიტანელ ლომებთან" მატჩის წინ ეროვნული ნაკრების კვართის დიზაინის შეცვლის შესახებ განაცხადა. კავშირის ხელმძღვანელთა გადაწყვეტიელბით, ემბლემა, რომელზეც ქურციკია (სპრინბოკ) გამოსახული, კვართზე მარცხნიდან მარჯვნივ გადაიტანეს. მისი ადგილი კი სამხრეთ აფრიკის ეროვნული სპორტის ემბლემამ დაიკავა.
.