24 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1889 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრებმა შინ უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "დიკსტრიტს" - 8:7. ეს გუნდი იორკშირის ოლქისა და ინგლისის ჩემპიონი იყო.

1954 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. "ლე ბლემ" პარიზში ირლანდიის ნაკრები დაამარცხა - 8:0. ეს მათი პირველი გამარჯვება იყო "სამყურებთან" 1931 წლის შემდეგ. შეხვედრაში გამორჩეული ფრანგთა შუამარბი მორის პრატი იყო, რომელმაც ორი ლელო მიითვალა.

1965 წელი
მიკ დოილს ირლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ლენსდაუნ როუდზე საფრანგეთის ნაკრებს ლელო გაუტანა და "სამყურები" მარცხისგან იხსნა - 3:3. მან ეროვნულ გუნდში
სულ 20 კეპი მოიხვეჭა და 1968 წელს "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაშიც ითამაშა. 1985 წელს ნაკრებთან ერთად ხუთი ერის გათამაშებაში დიდი სლემი შეასრულა. 1987 წლის მსოფლიოს თასს კი გულის შეტევის გამო დააკლდა.

მიკ დოილი ცნობილი იყო ასევე, როგორც, გაზეთების, "ივნინგ ჰერალდისა" და "სანდეი ინდერპენდენტის" საკმაოდ ენამწარე ჟურნალისტი.

1971 წელი
ამ დღეს დაიბადა უელსისა და "ბრიტანელი" ლომების შუამარბი სკოტ ჯიბსი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 20 წლის ასაკში, 1991 წელს შედგა. ორი წლის შემდეგ კი პირველად ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. 1994-96 წლებში ჯიბსი დროებით ჩამოშორდა რაგბის, თუმცა დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდა.

1997 წელს ის "ბრიტანელ ლომებთან" ერთად სამხრეთაფრიკულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. უელსის ნაკრების კვართით, ყველაზე გამორჩეული, "უემბლიზე" ინგლისთან მატჩში მის მიერ გატანილი ლელო იყო, რომლის წყალობითაც უელსელებმა 32:31 მოიგეს.

1982 წელი
ირლანდიის ნაკრებს ეს შეხვედრა ერთი კვირით ადრე უნდა გაემართა, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიტანეს. "სამყურებმა" უელსის ნაკრებს 20:12 მოუგეს და 34-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად დაიწყეს გამარჯვებით ხუთი ერის გათამაშება.

1999 წელი
"ლესტერ ტაიგერზმა", რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, უძნელეს ბრძოლაში სძლია "ველფორდ როუდზე" "გლოსტერს" - 23:16. კანადის მოთამაშე დეივ ლოიდმა ორი ლელოთი გამოიჩინა თავი, ჯოელ სტრანსკიმ -ერთით, ტიმ სიმფსონის ანგარიშზე კი ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა.

2009 წელი
"კარდიფ ბლუზმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, ჯგუფურ ტურნირში, პირველი ადგილი გაინაღდა იტალიურ "კალვიზანოსთან" გამარჯვებით - 62:20. კარდიფელებს მეოთხედფინალში თითქმის ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგო. ფრანგული "ტულუზი", თავის ჯგუფში, მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული