ინგლისი-ფიჯი 35:11 - მასპინძლებმა პრემიალური ქულით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 სექტემბერს, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბიში ინგლისი-ფიჯის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა.

ტურნირის მასპინძლებმა ლონდონში, "ტვიკენჰემის" სტადიონზე მეტოქეს 4 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულით - 35:11 (18:8) გაიმარჯვეს.

A ჯგუფში, სადაც ასევე გამოდიან უელსის, ავსტრალიისა და ურუგვაის ნაკრებები, მორიგი მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება  და ერთმანეთს უელსისა და ურუგვაის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის 1/4-ფინალში ბრძოლას ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული