''კამპ ნოუ'' და ''ანოეტა'' რაგბის სამსახურში

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა და პლეი ოფების ჯერი დადგა. მეოთხედფინალურ წყვილებს თუ თვალს გადავავლებთ, ფრანგული კლუბების აშკარა უპირატესობას შევნიშნავთ. "ჰაინეკენის თასსა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან ცხრა საფრანგეთიდანაა.

"ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში ქართველ მორაგებთა ერთი გუნდი გავიდა. დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" 30 აპრილს ბარსელონაში "კამპ ნოუზე" ''პერპინიანს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში, სან სებატიანის "ანოეტაზე" ითამაშებს "ბიარიცი", რომლის მეტოქე "ტულუზი" იქნება.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია, "ბრივი", "მონპელიე" და "ჰაინეკენის თასის" ჯგუფურ ტურნირში უარეს მეორე
ადგილზე გასული "კლერმონი". მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" სტუმრად ეთამაშება "სტად ფრანსეს", დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ მიიღებს ირლანდიურ "მანსტერს", დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" კი სტუმრად მოუწევს "ლა როშელის" წინააღმდეგობის დაძლევა.


ჰაინეკენის თასი
ლენსტერი-ლესტერი, ბიარიცი-ტულუზი, ნორსჰემპთონი-ალსტერი, პერპინიანი-ტულონი.

ემლინ ჩელენჯ კაპი
სტად ფრანსე-მონპელიე, ბრივი-მანსტერი, ლა როშელი-კლერმონი, ჰარლიქვინზი-ვოსფსი





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული