26 იანვარი მსოფლიო რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1930 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა ბელფასტში, 17-წლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიის ეროვნულ გუნდს პირველად მოუგო - 5:0. "რავენჰილში" 25 ათასი ქომაგის თანდასწრებით "ლე ბლემ" რობერტ სამატენის ლელოს წყალობით მოიგო, გარდასახვა ალბერტ ამბერტმა გაიტანა.

1936 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრები და "ვანკუვერ XV"-ს მორაგბეები, მეფე ჯორჯ V-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შავი სამკლავურებით თამაშობდნენ. "ოლ ბლექსმა" თავიანტი ტურნეს ბოლოსწინა შეხვედრა 32:0 მოიგეს.

1947 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშების პირველ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრები დაამარცხა - 12:8. გარემარბმა ჟან ლესეგმა "ლენსდაუნ როუდზე" ორი ლელო გაუტანა.

1964 წელი
"ოლ ბლექსმა", ზედიზედ ორჯერ ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ, როგორც იქნა "ალსტერის" დამარცხება შეძლო 24:5. პიტერ მაკმულანმა "ბელფასტ ტელეგრაფში" ახალზელანდიელების თამაშს საჩვენებელი უწოდა, თქვა, რომ ისინი სულის შეძვრამდე ამაღელვებლად რაგბობენ.

1969 წელი
ჯონი მორონიმ უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიის ნაკრების მიერ ფრანგთა ეროვნული გუნდის ძლევაში - 17:9. "სამყურები", იქამდე, "ლე ბლეს" ათი წლის განმავლობაში ვერ უგებდა. მორონიმ ერთი ლელო, სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა.

1997 წელი
კარდიფში, "არმს პარკზე" ფრანგულმა "ბრივმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ფინალში ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" დაამარცხა - 28:9. თამაშს 41 ათას 664 ქომაგი დაესწრო.

ბრიველთაგან თითო ლელო სებასტიან კარეტმა, სებასტიან ვიარმა და ჯერალდ ფეიბრმა მიითვალეს. კრისტოფ ლამეზონმა ერთი საჯარიმო, ერთი არეკნი და სამი გარდასახვა გაიტანა. "ლესტერის" შემადგენლობაში, რომელსაც დინ რიჩარდსი წვრთნიდა, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონები, მარტინ ჯონსონი, ვილ გრინვუდი და ნეილ ბეკი ასპარეზობდნენ.

2008 წელი
"ალსტერის" ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ "ოსფრიზთან" მატჩში გარემარბი ტომ ბოუი დაბრუნდება. ბოუი "ალსტერის" სარაგბო აკადემიის აღზრდილია და დებიუტი კლუბში 2004 წელს ჰქონდა. ის "სამყურების" ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ჩამოყალიბდა და "ბრიტანელი ლმების" შემადგენლობაში სამი შეხვედრა გამართა. ბოუიმ, მძიმე ტრავმის გამო, რაგბიდან წასვლა 2009 წელს გადაწყვიტა.

2009 წელი
"სრასენზმა" "ნიულენდსზე" კეიპთაუნის "სტორმერზთან" 33:43 წააგო. ინგლისელებზე უარყოფითი გავლენა კეიპთაუნურმა საშინელმა სიცხემ იქონია. სამხრეთაფრიკელებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. თითო ლელო მიითვალეს, სირელი ნაქელევუკიმ, ჩობანი ბობომ, სხალკ ბრაიტსმა, რიჩარდ ჰაუგტონმა, კამელი რატუვუმ და ვიკუს ფან ჰეერდენმა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული