"კამპ ნოუ" ოლიმპიურით შეიცვალა

AutoSharing Option
საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი, კატალონიური "პერპინიანი" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალურ შეხვედრას დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" 30 აპრილს, ბარსელონაში, "კამპ ნოუს" ნაცვლად ოლიმპიურ სტადიონზე გამართავს, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს.

იქამდე კი, 9 აპრილს "პერპინიანი" "კამპ ნოუზე" საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდება. ბიარიცელები თავის მხრივ, "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში "ტულუზს" სან სებასტიანში, "ანოეტაზე" უმასპინძლებენ.

ირლანდიური "ლენსტერი" "ავივა სთედიუმზე" ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" დაუპირისპირდება. ირლანდიელებმა განახლებულ "ლენსდაუნ როუდზე" უკვე ორი მატჩი გამართეს და ორივე მოიგეს. მათ ჯერ "მანსტერი" დაამარცხეს, ხოლო შემდეგ დავით ზირაქაშვილის "კლერმონი".

კიდევ ერთ
მეოთხედფინალურ წყვილში, ინგლისური "ნორსჰემპთონი" შინ "ფრანკლინ გარდენის" ნაცვლად "მილტონ კეინესზე" უმასპინძლებს ირლანდიურ "ალსტერს".






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული