ახალი ზელანდიის ნაკრებმა გემით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, როგირც იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია. "ოლ ბლექსმა" აქ ორი შეხვედრა გამართა. მგზავრობით გასავათებულმა ახალზელანდიელებმა ჯერ "ბრიტიშ კოლომბიას" სძლიეს დიდი გაჭირვებით, მერე ოდნავ სული რომ მოითქვეს, სან ფრანცისკოს გუნდსაც აჯობეს.
ნაკრების მოთამაშეები ძალიან უკამყოფილონი იყვნენ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ამ ტურნეთი. "ეს ტურნე დაწყევლილი უსიამოვნება იყო", - უთქვამს გუნდის მწვრთნელ ჯორჯ დიქსონს.
1951 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის პირველ ტურში, დუბლინში წააგო ირლანდიის ნაკრებთან - 8:9. ფრანგთა დიდმა კაპიტანმა
1968 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა. "ლე ბლემ" ჯერ შოტლანდია დაამარცხა "მერიფილდზე", მერე კი პარიზში ირლანდიის ეროვნულ გუნდს სძლია - 16:6. თითო ლელო გარემარბმა ანდრე კამაპამ და მეორეხაზელმა ბენუა დოგმა მიითვალეს.
1973 წელი
"ბარბაროსებმა" კარდიფში ახალი ზელანდიის ნაკრებს 23:11 მოუგო. ეს თამაში დღემდე "საუკუნის მატჩად" ითვლება. "ოლ ბლექსი" ევროპულ ტურნეში იმ წელიწადს დაუმარცხებელი იყო. "ბარბაროსები" კი ძირითადად იმ მოთამაშეებით იყვნენ დაკომპლექტებული, ვინც 1971 წელს "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ითამაშა ახალზელანდიურ ტურნეში.
"საუკუნის მატჩი" იმითაც იყო გამორჩეული, რომ ახალზელანდიელმა ვარსკვლავმა, გერეთ ედვარდსმა შთამბეჭდავი ლელო გაიტანა, რომელიც ასევე "საუკუნის ლელოდ" შერაცხეს.
2001 წელი
ინგლისურმა "გლოსტერმა" "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში უელსური "კარდიფ ბლუზი" 21:15 დაამარცხა. ინგლისელთაგან ექსვი საჯარიმო საიმონ მენიქსმა გაიტანა, რასაც ერთი ბაირონ ჰოვარდმა დაუმატა. მაშინ, როცა უელსელებმა ნიკ უოლონმა და გერეთ ტომასმა თითო ლელო მიითვალეს. "კარდიფი", როგორც უკვე ვთქვით, მაინც დამარცხდა.
2002 წელი
უელსურმა "ჰლანეჰლიმ" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში სტუმრად დაამარცხა ინგლისური "ბასი" - 27:10. უელსელთა შორის გამორჩეული იყო სტივენ ჯოუნზი, რომელმაც მეტოქეს რვა საჯარიმო და ერთი არეკნი გაუტანა (27 ქულა).
.