ჩემპიონთა თასი
ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან მხოლოდ ორმა ითამაშა, "ტულუზმა" და "სტად ფრანსემ". ორივემ თავისი შეხვედრა სტუმრად გამართა და წააგო. ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "სარასენზს" და 7:32 წააგო. ინგლისური კლუბის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მეორე ტაიმის პირველი წუთისთვის უკვე 32:0-ს იგებდნენ. კაკოვინი
დავით ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელიც D ჯგუფის ბინადარია, ასევე სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" და 20:33 დამარცხდა. ჟვანია თადარიგში იყო და მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა, ქუბრიაშვილი და მელიქიძე განაცხადში არ იყვნენ.
ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "მანსტერმა" შინ იტალიური "ბენეტონი" დაამარცხა - 32:7.
A ჯგუფი
სარასენზი-ტულუზი 32:7, ოიონაქსი-ალსტერი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 4 ქულა, 2. ტულუზი - 0, 3. ოიონაქსი - 0, ალსტერი - 0.
II ტური
ალსტერი-სარასენზი, ტულუზი-ოიონაქსი
B ჯგუფი
ოსფრიზი-ექსეტერი 25:13, ბორდო-კლერმონი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 4 ქულა, 2. ექსეტერი - 0, 3. ბორდო - 0, 4. კლერმონი - 0.
II ტური
ექსეტერი-ბორდო, კლერმონი-ოსფრიზი
C ჯგუფი
ნორსჰემპთონი-ჰლანეჰლი 15:11, მეტრო რასინგი-გლაზგო (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 4 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 1, 3. გლაზგო - 0, 4. მეტრო რასინგი - 0.
II ტური
გლაზგო-ნორსჰემპთონი, ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი
D ჯგუფი
ლესტერი-სტად ფრანსე 33:20, მანსტერი-ბენეტონი 32:7
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 5 ქულა, 2. ლესტერი - 5, 3. სტად ფრანსე - 0, 4. ბენეტონი - 0.
II ტური
ბენეტონი-ლესტერი, სტად ფრანსე-მანსტერი
E ჯგუფი
ლენსტერი-ვოსფსი 6:33, ტულონი-ბასი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 4 ქულა, 2. ბასი - 0, 3. ტულონი - 0, 4. ლენსტერი - 0.
II ტური
ბასი-ლენსტერი, ვოსფსი-ტულონი.
ჩელენჯ კაპი
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ბევრად მეტმა, ექვსმა "ქართულმა გუნდმა" ითამაშა. A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ორი გუნდი ასპარეზობს. გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა" თამაში პარიზის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, შინ ინგლისურ "ნიუკასლთან" გამართა და 13:9 მოიგო. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად, თამაშში შველიძე ჩაერთო, ასეიშვილს არ უთამაშია.
ევროთასებზე პირველად ასპარეზობს დავით კაჭარავას კრასნოიარსკის "ენისეი", რომელმაც შინ წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 31:14. კაჭარავამ სრულად ითამაშა.
მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად წააგო ინგლისურ "ჰარლიქვინზთან" - 18:41. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი, რომელმაც სრულად ითამაშა, 33-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა.
D ჯგუფში მოასპარეზე ინგლისურმა, ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ მიიღო ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის "ლა როშელი" და 19:3 დაამარცხა. ბაზაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ბრეგვაძე მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ყაულაშვილს არ უთამაშია.
ამავე ჯგუფში "გლოსტერმა" შინ მოუგო იტალიურ "ზებრეს" - 23:10.
E ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო ინგლისურ "ლონდონ აირიშთან" - 10:48. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. ამავე ჯგუფში შოტლანდიურმა "ედინბურგმა" შინ მოუგო ფრანგულ "გრენობლს" - 28:10.
A ჯგუფი
ბრივი-ნიუკასლი 13:9, ენისეი-ქონოთი 14:31
სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 5 ქულა, 2. ბრივი - 4, 3. ნიუკასლი - 1, 4. ენისეი - 0.
II ტური
ქონოთი-ბრივი, ნიუკასლი-ენისეი
B ჯგუფი
ნიუპორტი-სეილ შარქსი 30:12, პო-კასტრი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 5 ქულა, 2. კასტრი - 0, 3. პო - 0, 4. სეილ შარქსი - 0
II ტური
სეილ შარქსი-პო, კასტრი-ნიუპორტი
C ჯგუფი
ჰარლიქვინზი-მონპელიე 41:18, კალვიზანო-კარდიფი 9:50
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 5 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 5, 3. მონპელიე - 0, 4. კალვიზანო - 0.
II ტური
კარდიფი-ჰარლიქვინზი, მონპელიე-კალვიზანო
D ჯგუფი
ვორსტერი-ლა როშელი 19:3, გლოსტერი-ზებრე 23:10
სატურნირო მდგომარეობა
1. ვორსტერი - 4 ქულა, 2. გლოსტერი - 4, 3. ზებრე - 0, 4. ლა როშელი - 0.
II ტური
ლა როშელი-გლოსტერი, ზებრე-ვორსტერი
E ჯგუფი
ედინბურგი-გრენობლი 28:10, ლონდონ აირიში-აჟენი 48:10
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 5 ქულა, 2. ედინბურგი - 4, 3. გრენობლი - 0, 4. აჟენი - 0.
II ტური
აჟენი-ედინბურგი, გრენობლი-ლონდონ აირიში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"