31 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1889 წელი
ახალი ზელანდიის მაორებმა ბრიტანულ ტურნეში შესანიშნავი გამარჯვება იზეიმეს "ექსეტერთან" მატჩში - 12:0. მგეზავმა ჯო ვერბრიკმა ამ შეხვედრაში, ტურნეში მაორების მიერ გატანილი შვიდი ლელოდან ერთი გარდასახა.

1954 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრებმა "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს მოუგო. ლელო ნელსონ დელზელმა გაიტანა, გარდასხავა კი ბობ სკოტმა მიითვალა. იმავე დღეს სუონსიში უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი უნდა გამართულყო, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიდო.

1969 წელი
ინგლისის სამეფო ფლოტმა, ჯარის ნაკრებთან ყოველწლიურ, ტრადიციულ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე პორტსმუთში "ჰემფშირს" მოუგო - 11:0.

1971 წელი
ირლანდიის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ხუთი ერის გათამაშებაში, მარცხს ედ გრანტის ლელოს წყალობით გადაურჩა - 9:9. ტომ კირანი თანაგუნდელთან შეჯახების შედეგად დაშავდა და მის ნაცვლად მატჩში ბარი ოდრისკოლი ჩაერთო, რომელმაც ორი საჯარიმო გაიტანა.

1982 წელი
მოზლის საგრაფოს ჩემპიონატის ფინალში "ლანკშირსა" და "ჩრდილოეთ მიდლენდს" შორის, ბილ ბემონტმა პირველი ტაიმის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა რაგბიდან წასულიყო. მოგვიანებით მისმა თანაგუნდელმა სტივ სმითმა თქვა: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარჯვენა ხელი დავკარგე."

1999 წელი
"ლენსდაუნ როუდმა" პირველად უმასპინძლა "ჰაინეკენის თასის" გათამაშებას. "ალსტერი" პირველი გუნდი იყო, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ირლანდიელებმა ფინალში ფრანგული "კოლომიე" დაამარცხეს 21:6. თამაშს 49 ათასი მაყურებელი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ "ალსტერმა" ფინალისკენ მიმავალ გზაზე ორი ფრანგული გრანდი, "ტულუზი" და "სტად ფრანსე" ჩამოიშორა. ფინალის გმირი კი, საიმონ მეისონი გახდა, რომელმაც 6 საჯარიმო გაიტანა.

2009 წელი
ინგლისის A ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული გუნდი გაანადგურა - 66:0. ინგლისელთა ცხრა ნომერმა ჰარი ელისმა ორი ლელო გაიტანა, შესანიშნავად ითამაშა და ეროვნული ნაკრების თავკაც მარტინ ჯონსონს თავი შეახსენა.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული