ზე რაგბი: ახალზელანდიელების ჰეგემონია

AutoSharing Option
დასრულდა ზე რაგბის რეგულარული გათამაშება, რომლის შემდეგაც პლეი ოფში, ანუ მეოთხედფინალში ოთხმა ახალზელანდიურმა, სამმა სამხრეთაფრიკულმა და ერთმა ავსტრალიურმა გუნდმა გააღწია.

A ჯგუფიდან, რომელიც მთლიანად ავსტრალიური გუნდებითაა დაკომპლექტებული, პლეი ოფში მხოლოდ პირველადგილოსანი კანბერას "ბრამბიზი" გავიდა. ამ გუნდმა ბოლო ტურში მშვიდად, წყნარად დაამარცხა ჯგუფის ბოლოადგილოსანი პერთის "ფორსი" - 24:10 და უახლოესი მდევრისგან, სიდნეის "ვორათაზისგან" მიუწვდომელი შეიქნა.

სიდნეელებმა, თავის მხრივ, სტუმრად წააგეს ოკლენდის "ბლუზთან" - 28:34, რომელიც B ჯგუფში აუტსაიდერი იყო და პლეი ოფში გასვლის შანსი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, "ვორათაზი" დარჩა ამ მარცხის
გამო მეოთხედფინალს მიღმა.

A ჯგუფში უმოტივაციო მატჩში "მელბურნ რებლზმა" სტუმრად დაამარცხა ბრისბენის "რედსი" - 31:28.

A ჯგუფი
რედსი-მელბურნ რებლზი 28:31, ბრამბიზი-ფორსი 24:10

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 43 ქულა, 2. ვორათაზი - 40, 3. მელბურნ რებლზი - 31, 4. რედსი - 17, 5. ფორსი - 13

B ჯგუფში მოთამაშე ხუთი ახალზელანდიური გუნდიდან პლეი ოფში ერთბაშად ოთხმა გააღწია. ესენია: "ჰარიკენზი", "ჰაილენდერზი", "ჩიფსი" და "კრუსეიდერზი". პირველობას ამ ჯგუფში ბოლო ტურში გამოჰკრა ხელი დედაქალაქურმა "ჰარიკენზმა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" - 35:10. ველინგთონელებიდან საუკეთესო იყო ბოდენ ბარეტი, რომელმაც ერთი ლელო და ხუთი გარდასახვა გაიტანა (15 ქულა).

ბოლო ტურში დაიბევა მეორე ადგილი დანიდინის "ჰაილენდერზმაც", რომელმაც შინ შეძლო ჰემილთონის "ჩიფსის" დამარცხება - 25:15.

B ჯგუფი
ბლუზი-ვორათაზი 34:28, კრუსეიდერზი-ჰარიკენზი 10:35, ჰაილენდერზი-ჩიფსი 25:15

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარიკენზი - 53 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 52, 3. ჩიფსი - 51, 4. კრუსეიდერზი - 50, 5. ბლუზი - 39

სამხრეთაფრიკული გუნდები C და D ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. მათთან ერთად აქ დებიუტი ჰქონდათ არგენტინულ "იაგუარსს" და იაპონურ "სანვოლვესს". სამხრეთაფრიკელებმა, ცხადია, ახალბედები დაჩაგრეს და პლეი ოფის სამი საგზური ირგუნეს.

პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობენ C ჯგუფის გამარჯვებული კეიპთაუნის "სტორმერზი" და D ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი, იოჰანესბურგის "ლაიონზი" და დურბანის "ნატალ შარქსი".

C ჯგუფი
სტორმერზი-კინგზი 52:24, ჩიტაზი-ბლუ ბულზი 17:43

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 51 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 42, 3. ჩიტაზი - 21, 4. სანვოლვესი - 9

D ჯგუფი
ნატალ შარქსი-სანვოლვესი 40:29, იაგუარსი-ლაიონზი 34:22

სატურნირო მდგომარეობა
1. ლაიონზი - 52 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. იაგუარსი - 22, 4. კინგზი - 9

მეოთხედფინალი
ბრამბიზი-ჰაილენდერზი
ჰარიკენზი-ნატალ შარქსი
ლაიონზი-კრუსეიდერზი
სტორმერზი-ჩიფსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული