ნარშავები ტესტებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას იწყებს. "ნარშავები" პირველ შეხვედრას 13 ნოემბერს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავენ.

შოტლანდიელთა ინგლისელმა მთავარმა მწვრთელმა ენდი რობინსონმა სენ ენდრიუს საწვრთნელ ბაზაზე 37 მორაგბეს უხმო. მისი ხელმძღვანელობით "სკოტები" აქ 9-11 აგვისტოს ივარჯიშებენ.

გუნდს დაუბრუნდა მგეზავი კრის პატერსონი, რომელიც ექვსი ერის ბოლო შეხვედრაში დაშავდა ირლანდიის ნაკრებთან. "ნარშავებმა" ივნისის ტესტებე არგენტინაში მის გარეშე იასპარეზეს და საკმაოდ წარმატებითაც.

"სენ ენდრიუს შეკრებას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. მოხარული ვარ, რომ სეზონის პირველი ნახევარი წარმატებული გვქონდა.
თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება. ჩვენი მიზანია, თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. მით უფრო, რომ ნოემბერში პირველი მეტოქე ახალი ზელანდიაა" - თქვა რობინსონმა.

"სკოტების" თავკაცმა ფრანგულ "ტულონში" მოთამაშე უკანახაზელი რორი ლამონტიც გაიხსენა, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. რობინსონის მხედველობის არეშია "კლერმონის" მესამეხაზელი ჯონ ვაითიც, რომელსაც ასევე ფეხი ჰქონდა ნატკენი და ვარჯიში ახლახან განაახლა.

"ჯეისონი სენ ენდრიუში არ მოვიწივიე, რადგან ვფიქრობ, რომ მისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მთელი ყურადღება საკლუბო კარიერას დაუთმოს. მასთან სერიოზული ლაპარაკი მქონდა და კარგად იცის, რომ ამ სეზონში მისი დიდი იმედი გვაქვს" - ასე ახსნა რობინსონმა ჯეისონის ნაკრებს მიღმა დარჩენა.


შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ალასდაირ კელოკი, მურეი ლოუ, რიჩი ვერნონი (ყველა-გლაზგო), კელი ბრაუნი (სარასენზი), ჯოფ კროსი, როს ფორდი, ალან იაკობსენი, ალან მაკდონალდი, სკოტ მაკლოიდი, კელი ტრეინორი (ყველა-ედინბურგი), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმ ჰემილთონი, სკოტ ლოუსონი, ალასდაირ სტროკოში (ყველა-გლოსტერი), ნათან ჰინესი (ლენსტერი), ევან მურეი (ნორსჰემპთონი).
უკანა ხაზი: მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, ფილ გოდმენი, ალექს გროუ, კრის პატერსონი, ჯიმი თომპსონი (ყველა-ედინბურგი), კრის კაზიტერი, მაქს ევანსი, რიჩარდ ჯეკსონი, გრემ მორისონი (ყველა-გლაზგო), საიმონ დენიელი (ალსტერი), შონ ლამონტი (ნიუპორტი), რორი ლამონტი (ტულონი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), დენ პარქსი (კარდიფი), უგო საუთვილი (სტად ფრანსე), ნიკი ვოლკერი (ოსფრიზი).





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული