ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, გილფორდი, კ.სმითი, ნონუ, სივივატუ (ბ.სმითი 50), სლედი (კარტერი 64), ქოუანი (ვიპუ 53). (1-8) კროკეტი (ფლინი 68), ჰორი (აფოა 66), ფრენქსი, ჰოეთა (ვაითლოქი 53), ვილიამსი, ტომსონი, მაკქოუ, მესამი (კაიონო 65).
8ლ: სივივატუ, ჰორი, სლედი, თომსონი, კ.სმითი, ვიპუ, საჯარიმო, მულიაინა. 7გ: სლედი (4), კარტერი (3). 2ს: სლედი.
ფიჯი (15-9) კერესონი, ნაგუსა (გონევა 55), ვულივული, ფატიაკი, ნალაგა, ბაიკეინუკუ, სრელევუ (ბუატავა 65). (1-8) მააფუ (სოვოსა 69), კოტო (ვეიკოსო 79), მანუ, კალუ, ნასიგა (დომოლაილაი 69), ვაკანიბუროტუ, ქერა (რავოლო
2ლ: სერელევუ, გონევა. 2გ: ბაიკენიკუ.
ერთი კვირის წინათ სამოას ნაკრებმა სენსაციური მარცხი აგემა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს. ამიტომ ახალი ზელანდიისა და ფიჯის ნაკრებების გუშინდელ დაპირისპირებას ყველა დიდი ინტერსით მოელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი სენსაცია თუ არ შედგებოდა, ფიჯელები მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას მაინც გაუწევდნენ.
მოლოდინი არ გამართლდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა, დანიდინში "ქარისბრუკზე" მეტოქეს რვა ლელო გაუტანა და საკმაოდ სოლიდური სხვაობით 60:14 დაამარცხა.
"ოლ ბლექსის" უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მგეზავის დენ კარტერის გარეშე თამაშობდა, პირველივე ნახევარში გამოიკვეთა. მასპინძლებმა ოთხი ლელო მიითვალეს, რომელთაგან ერთი ძირითად შემადგენლობაში პირველად მოთამაშე კოლინ სლედის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში მოედანზე კარტერიც გამოჩნდა, მას ცხრა ნომერი პირი ვიპუც მიჰყვა და "ოლ ბლექსმა" კიდევ ოთხი ლელო დადო, თუმცა მეტოქესაც ორის გატანის საშუალება მისცა. ფიჯელთაგან თავი ვერენიკი გონევამ და ნეემია სერელევუმ გამოიჩინეს.
ერთი სიტყვით, ახალი ზელანდიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შინ, მსოფლიოს თასის გათამაშებაში უმთავრესი ფავორიტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"