"სამყურები", ცხადია, ასევე მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადებიან და ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არიან.
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკლან კიდნიმ ეროვნულ გუნდში დააბრუნა ტრავმამოშუშებული ფულბეკი რობ კირნი. შუამარბებად კი ახალი მოთამაშე ფერგუს მაკფედენი გაამწესა. მას პარტნიორბას გამოცდილი პედი ვოლესი გაუწევს. განაცხადში კი საერთოდ არ არის გუნდის ლიდერი და კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი.
ექსპერიმენტს მიმართა კიდნიმ გარემარბების პოზიციაზეც, აქ ენდრიუ ტრიმბლი და ლუკ
შოტლანდიის ნაკრებთან არ ითამაშებენ რონან ოგარა, რორი ბესტი, გორდონ დარსი და გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეები.
ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ენდრიუ ტრიმბლი, 13. ფერგუს მაკფედენი, 12. პედი ვოლესი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ტომას ოლირი. 1. ტომ ქურთი, 2. შონ კრონინი, 3. ტონი ბაკლი, 4. დონჩა რაიანი, 5. ლეო კალენი, 6. მაიკ მაკკარტი, 7. ნილ რონანი, 8. დენის ლამი.
16. ჯერი ფლენერი, 17. მარკუს ჰორანი, 18. ჯონ ჰეისი, 19. მაიკ ოდრისკოლი, 20. კევინ მაკლუჰინი, 21. ისააკ ბოსი, 22. ფელიქს ჯოუნზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"