ეროვნულ ნაკრებში დღეს მეასე კეპს მოიხვეჭს უელსელთა მგეზავი სტივენ ჯოუნზი. გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ამ ქვეყნის რაგბის ბოლო წლების სიმბოლო შეინ ვილიამსი, თუმცა ის მისთვის ჩვეული შუამარბის პოზიციის ნაცვლად ფრთაზე ითამაშებს.
უკანა ხაზში ნაკრებს დაუბრუნდა ჯიმი რობერტსი, რომელიც შუამარბი გევინ ჰენსონის ნაცვლად ითამაშებს. შერკინების მეორე ხაზში ისევ გამოჩნდნენ
"ჩვენ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, თუმცა ტაქტიკა და სათამაშო კომბინაციები ისევ ძველებური გვაქვს. გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან. ვფიქრობ, ინგლისთან თამაში მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა თავიანთი პოტენციალი წარმოაჩინონ და ეროვნულ ნაკრების კვართი შეინარჩუნონ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოურენ გეთლენდმა.
ტრავმების გამო უელსელებს ადამ ჯონსონი, ჯეიმზ კრუკი, ლი ბირნი და გეთინ ჯენკინსი დააკლდებათ. ლი ჰალპფენი კი უკვე გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ არგენტინის ნაკრებთან ტესტ მატჩში ითამაშებს.
უელსი: 15. რის პრისტლენდი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ ჯოუნზი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. პაულ ჯეიმზი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. კრეიგ მიტჩელი, 4. ბრედ დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლაიდატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ
16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ტავის კნოლი, 21. სკოტ ვილიამსი, 22. მორგან სტოდარტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"