"პომებს" ვილკოს არეკნებმა უშველა

AutoSharing Option
ინგლისი-უელსი 23:19
ინგლისი (15-9) არმითიჯი, ბანაჰანი, ტუილაგი (ჩარპლსი 78), ფლატი, კუეტო, ვილკინსონი (ჰოჯსონი 66), კარი (ვიგელსვორტი 59). (1-8) კორბისიერო (ვილსონი 65), ჰართლი (მეარსი 65), სტივენსი, შოუ (ბოთა 65), პალმერი, კროფტი, მუდი, ჰესკელი.
2ლ: ჰესკელი, ტუილაგი. 2გ,2ა,ს: ვილკინსონი
უელსი (15-9) სტოდარტი (ლ.ვილიამსი 47), ნორსი, დევისი, რობერტსი, ვილიამსი, პრისტლენდი, ფილიპსი (კნოლი 58). (1-8) პ. ჯეიმზი (ბევინგტონი 56), ბენეტი (ბარნსი 74), მიტჩელი, დევისი, ა.ჯოუნზი (ჩარტერისი 61), ლაიდატი, ვერბარტონი, ფალეტაუ
3ლ: ნორსი (2), შ.ვილიამსი. 2გ:პრისტლენდი
მსაჯი: ჯიმ უილი (შოტლანდია)

ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის
გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა პირველი ტესტ მატჩი გამართა შინ, "თვიქნემზე" უელსის ნაკრებთან და 23:19 მოიგო.

მარტინ ჯონსონის სამწყსო, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ისევ მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობის წყალობით მოიგო.

ინგლისელებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, უელსელებისგან კი საპასუხოდ სამი მიიღეს. "ვილკომ", გარდა იმისა, რომ ორივე ლელო გარდასახა, ერთი საჯარიმო და ორი არეკნიც მიითვალა. მატჩის ბედის გადამწყვეტი, სწორედ ეს ორი არეკნი აღმოჩნდა.

თამაში საკმაოდ არეულად დაიწყო. გუნდები დიდხანს ვერ პოულობდნენ საკუთარ თამაშს, თუმცა ინგლისელემა, ვილკინსონის საჯარიმოს წყალობით, ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს - 3:0. ამის შემდეგ, 25-ე წუთამდე ხეირიანად აღარაფერი გამოსდოდათ. რასაც ვერაფრით ვიტყვით უელსელებზე.

მე-14 წუთზე სტუმრებმა მეტოქის ლელოს მისადგომებთან საკმაოდ ხანგრძლივი იერიში მიიტანეს. შეტევის მიმართულების რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ, უელსელებმა კარის პირდაპირ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს და გარემარბმა ჯორჯ ნორსმა ლელო ალამთან ახლოს
გაიტანა. გარდასახვა მგეზავმა რის პრესტლენდმა დაარტყა - 7:3.

ცხადია, მოვლენების ასეთი განვითარება "პომებს" კარგს არაფერს უქადდა. ამიტომ უფრო სწრაფად და მეტი თავდადებით ამოქმედდნენ, რასაც საბოლოოდ კაპიტანი ლუის მუდი შეეწირა, რომელიც ისევ სერიოზულად დაშავდა.

24-ე წუთზე ინგლისელებმა მორიგი იერიში წამოიწყეს, რომელიც რვა ნომრის ჯეიმზ ჰესკელის ლელოთი დსრულდა, ვილკინსონმა გარდასახა - 10:7. მანვე ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე არეკნიდან ბურთი ძელებს შორის გაატარა და შესვენებაზე "პომები" ექვსქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 13:7.

მეორე ტაიმის დასაწყისი ინგლისელების იყო. 43-ე წუთზე თავი მასპინძელთა დებიუტანტმა, წარმოშობით სამოელმა, 20 წლის შუამარბმა მანუ ტულილაგიმ გამოიჩინა, ვილკინსინმა გარასახვა ისევ გაიტანა და ინგლისელები 13 ქულით დააწინაურდნენ - 20:7. ცხადია, ასეთი, თითქმის თანაბარი ძალის გუნდების თამაშისას, ეს საკმაოდ სოლიდური სხვაობაა, მაგრამ უელსელები დანებებას არ აპირებდნენ.

56-ე წუთზე მათი მორიგი, საკმაოდ საინტერესო, მრავალფაზიანი შეტევა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ შეინ ვილიამსმა დაასრულა, პრისტლენდმა ვერ გარდასახა - 12:20. ამაზე, "გაკადნიერებულ" მეტოქეს, ვილკინსონმა არეკნით უპასუხა - 23:12.

სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ისევ ნორსის ლელოთი იხეირა, რომელიც პრისტლენდმა გარდასახა, ანგარიში ოთხ ქულამდე შემცირდა 19:23 და უელსელებს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. მასპინძლებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და მეტოქეს ლელოს გატანის საშუალება აღარ მისცეს.
ეს გუნდები, კდევ ერთხელ, ერთი კვირის თავზე კარდიფში, "მილენიუმზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული