იტალიელებთან დაპირისპირება ასევე ბოლო შანსია შოტლანდიელი მორაგბეებისთვის, რათა ახალ ზელანდიაში წამსვლელთა შორის დაიბევონ ადგილი. "ნარშავების" თავკაცი ენდი რობინსონი 30-კაციან შემადგენლობას ორშაბათს გააცხადებს.
"ირალნდიასთან მატჩისგან განსხვავებით გუნდის შემადგენლობაში 14 ცვლილება განვახორციელეთ. ასე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მოთამაშეს, რომლებიც აქამდე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ.
იტალიის ნაკრები ჩვენი ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. ამ გუნდს წლეულს შესანიშნავი
ძალიან გაგვიხარდა, რომ ირლანდიას მოვუგეთ, ეს იმის ნიშანია, რომ კრიზის თავი დავაღწიეთ. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და, ვფიქრობ, იტალიის ნაკრებთან თამაში ძალიან წაგვადგება საიმისოდ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების პირველი ორი მატჩისთვის, რუმიენთისა და საქართველოს ნაკრებებთან, სრულ მზადყოფნაში ვიყოთ" - თქვა შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა ენდი რობინსონმა.
შოტლანდია: 15. ლორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. საიმონ დენიელი, 10. დენ პარქსი, 9. მაიკ ბლერი. 1. ალასდაირ დიკინსონი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. მურეო ლოუ, 4. ნათან ჰინესი, 5. ალისტერ კელოკი, 6. კელი ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი.
16. დაგ ჰალი, 17. ეუან მურეი, 18. რიჩი გრეი, 19. როს რენი, 20. კრის კაზიტერი, 21. რუარიდ ჯექსონი, 22. ნიკი უოლკერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"