"პუმების" რეპეტიცია "პომებთან" მატჩამდე

AutoSharing Option
საქართევლოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე არგენტინის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს. "პუმები" უკვე ევროპაში არიან და მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობენ.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა შემადგენლობაში ძირითადის ყველა მოთამაშე დააყენა. როგორც ჩანს, "პუმების" თავკაცი, 10 სექტემბერს ინგლისის ნაკრებთან სწორედ ამ შემადგენლობით აპირებს თამაშს და უელისის ნაკრებზე უკეთეს გამომცდელს აბა, სად იპოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ფელანი უელსთან ყველა ვეტერანს ათამაშებს. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან პირველხაზელები როდრიგო რონსერო და მარიო ლედესმა, მეორეხაზელი პატრისიო ალბასეტე, მესამეხაზელები ხუან მანუელ ლეგუსამონი და მარტინ ფერნანდეს ლობე.
"პუმებს" მგეზავი ფელიპე კონტეპომი უკაპიტნებს.

საგუსლისხმოა, რომ ძრითადი შემადგენლობის 15 მორაგბედან 12 საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და "ბორჯღალოსნების" უმრავლესობა მათ კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინელებს ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, პალმერსტონში 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. გონსალო კამაჩო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მანუელ ლეგუსამონი.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიანო გალარსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლანალე, 21. ფედერიკო სანჩესი, 22. ხუან იმჰოფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული