"პომები" ივნისის ტესტებისას "ბოკესთან" სამჯერ ითამაშებენ. მეოთხედ კი 10 ნოემბერს, "თვიქნემზე" უმასპინძლებენ.
ნოემბრის ტესტებს ინგლისელები 10 ნოემბერს ფიჯისთან თამაშით გახსნიან, ამას "ვოლაბებთან" ბრძოლა მოჰყვება, ერთი კვირის თავზე კი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება. პირველ დეკემბერს "პომებს" მსოფლიოს თასის მფლობელი "ოლ ბლექსი" გაუწევს მეტოქეობას.
მანამდე კი ინგლისელები ექვსი ერის გათამაშებაში ჩაებმებიან. პირველ თამაშს ისინი სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ, ერთი კვირის მერე კი რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე"
"თუ გინდა, რომ ყველას აჯობო, მართლაც საუკეთესო უნდა იყო. ეს სწოედ ისაა, რისკენაც ინგლისის ნაკრები ისწრაფვის. სამხრეთ ნახევარსფროს ქვეყნების რაგბი ეტალონია მრავალი წლების განმავლობაში. ვიცით, რომ პლანეტაზე ისინი ბატონობენ. ამიტომ მათთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ქომაგები მოუთმენლად ელიან ტესტების დადგომას. ძალიან სასიამოვნოა უყურო როგორ ხარობენ ისინი "თვიქნემზე, ეს ნამდვილი ზეიმია" - თქვა ინგლისის ნაკრების მესამეხაზელმა ნიკ ისთერმა.
"ვოლაბების" კაპიტანი ჯეიმს ჰორვილი, რომელმაც ახალ ზელანდიაში გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევ მოუთმენლად ელის "თვიქნემზე" დაბრუნებას.
"საერთაშორისო არენაზე ცოტა რამ თუ შეედრება ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ "თვიქნემზე" თამაშს. ეს შესანიშნავი სტადიონია, რომელზეც საოცარი აურა იქმნება. ბოლოს აქ "პომებთან" 2009 წელს ვითამაშე. მაშინ ჩვენ გავიმარჯვეთ. ერთი წლის შემდეგ კი ინგლისელებმა რაგბის შესანიშნავი გაკვეთილი ჩაგვიტარეს. ასე რომ, ამ გუნდთან თამაშით მუდმივად შეიძლება ისწავლო, განვითარდე." - თქვა მან.
ნოემბრის ტესტები
10 ნოემბერი
ინგლისი-ფიჯი
17 ნოემბერი
ინგლისი-სამხრეთ აფრიკა
24 ნოემბერი
ინგლისი-ავსტრალია
1 დეკემბერი
ინგლისი-ახალი ზელანდია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"