"ვოლაბების" ახალი სახე

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები 26 ნოემბერს ლონდონში, "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება. ერთი კვირის თავზე კი, 3 დეკემბერს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს ეთამაშება.

"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მათ შორის, ვისაც დინსი ევროპაში იახლებს სამი ახალბედაა. განსკუთრებით უნდა გამოავარჩიოთ "რედსის" ახალგაზრდა შუამარბი ბენ ტაპუაი. დებიუტანტები არიან ასევე ბენ ლუკასი და დეივ დენისი.

იმათგან, ვინც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ითამაშა ვოლაბებს ვერ დაეხმარებიან: ქართლი ბეილი, დრიუ მიტჩელი, პეტ მაკკები, ქუადე კუპერი, ვიკლიფი პალუ, როკი ელსომი, სეკოპე კეპუ, დენ ვიკერმანი და ლუკ
ბარჯესი.

"ეს ევროპული ტურნე შესანიშნავი შესაძლებლობაა სამი ახალწვეულისთვის თავისი პოტენციალი წარმოაჩინოს და კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგან. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტურნე შედარებით მოკლევადიანია, მოთამაშეებისადმი წაყენებული მოთხოვნები მაინ დიდი იქნება" - თქვა "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ ავსტრალიის რაგბის კავშირთან ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა.

ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, პეკაჰუ ქოუანი, დეივ დენისი, ენტონი ფაინგაა, ვილი გენია, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, რობ ჰორნი, ჯეიმზ ჰორვილი, დიგბი იოანი, ბენ ლუკასი, სალესი მააფუ, ბენ მაკკალმენი, სტივენ მური, ჯეიმზ ოკონორი, ნიკ ფიფსი, დევიდ პოკოქი, ტატაფუ პოლოტა ნაუ, რადეკი სამო, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, ბენ ტაპუაი, ლაკი ტერნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული