ავსტრალია: (15-9) ეშლი-კუპერი, ტერნერი, ჰორნი, ბარნსი (ტაპუაი 36), იოანი, ოკონორი, გენია (ფიპსი 55). (1-8) სლიპერი, პოლოტა-ნაუ, მააფუ (სამო 42), საიმონსი, შარფი (ჰორვილი 49), ჰიგინბოთამი, პოკოქი (ჰოჯსონი 55).
8ლ: იოანი (2), ტერნერი (2), ჰორვილი (2), ჰორნი, სამო. 7გ,ს,ა: ოკონორი.
ბარბაროსები: (15-9) ტოეავა (უაითი 41), ტომკინსი, ფრუნი, მორთლოქი, ჰაბანა, სიპრიანი, სტრინგერი (სტრაუსი 48). (1-8) გინასუ (პერუჯინი 48), მეალამუ (კაჰუი 41), მარკონე, შოუ (რანუკუ 41), მეტფილდი, კაიონო, ბერგამასკო, თომსონი (ბორტოლამი 41).
ლ: ტომკინსი. 2ს: სიპრიანი
ლონდონში, "თვიქნემზე" წლევანდელი სეზონის სანაკრებო რაგბის
ავსტრალიელებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. შესანიშნავად გაართვა თავი მგეზავის მოვალეობას ჯეიმზ ოკონორმა, რომელმაც ამ პოზიციაზე კარიერაში პირველად ითამაშა. ის უნარიანად გეზავდა თანაგუნდელთა შეტევებს და ფეხით თამაშშიც დიდი ნიჭი აღმოაჩნდა.
მან გუნდს 20 ქულა მოუტანა (შვიდი გარდასახვა, ერთი საჯარიმო, ერთი არეკნი).
აღსანიშნავია, რომ "თვიქნემზე" შეკრებილი 51 ათასი ქომაგი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა "ბარბაროსების" უსუსური თამაშის გამო.
მათ მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა საწყის ათ წუთში გასწიეს. დროის ამ მონაკვეთში მგეზავებმა ჯეიმზ ოკონორმა და დენი სიპრიანიმ თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს - 3:3.
"ბარბაროსების" რბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოკონორმა მე-20 წუთზე არეკნით გაიტანა. ამას ლაკი ტერნერისა და დიგბი იოანის ლელოები მოჰყვა - 18:3. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.
იოანიმ და ტერნერმა შესვენების შემდეგაც გამოიჩინეს თავი. მათ მხარი შეცვლაზე შესულმა ჯეიმზ ჰორვილმაც აუბა, რომელმაც ასევე ორი ლელო მიითვალა. თამაშის მიწურულს კი "ბარბაროსების" გარემარბის, რაგბილიგელი სემ ტომკინსის ჯერიც დადგა. ერთადერთი ლელო გუნდს სწორედ მან მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში არბიტრმა ორჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი. სტირლინ მორთლოქისა და დევიდ პოკოქის გაწევ-გამოწევამ კი დაადასტურა, რომ თამაში სულაც არ ატარებდა მეგობრულ ხასიათს.
ამ შეხვედრაში რაგბის გამოეთხოვა ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი მორაგბე, მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი.
"როცა "ბარაბაროსებში" გამოგიძახებენ, დრო მოსამზადებლად არსდროსაა საკმარისი. შესაძლოა ამ მარცხის მიზეზი ეს არ არის, რადგან მეტოქე ისე იყო მოტივირებული, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი გამოდგა.
ავსტრალიის ნაკრების მოთამაშეები კარგად იცნობენ ერთმანეთს, თითქმის უსიტყვოდ ესმით და მათ წინააღმდეგ თამაში ახლახან შეკოწიწებული გუნდით, ძალიან ძნელია.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით წავაგეთ, "ბარაბაროსებში" ფანტასტიკური ერთი კვირა გავატარე, რაც არასდროს დამავიწყდება. ამ გუნდმა სამხრეთ ნახევარსფეროს სამი გუნდიდან ორი დაამარცხა და, ვფიქრობ, ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს წამყვანი მორაგბეები ერთად იკრიბებიან და ერთმანეთის ახლოს გაცნობის შანსი ეძლევათ". - თქვა ვიქტორ მეტფილდმა.
მეტფილდის მოსაზრებას მხარი დაუჭირა გრემ ჰენრიმაც:
"აბსოლუტურად ვეთანხმები ვიქტორს. "ბარბაროსების" კონცეფცია რაგბისთვის შესანიშნავია. ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. მწვრთნელების განკარგულებაში 10 ქვეყნის მორაგბე იყო. ეს მსოფლიოს არცერთ გუნდში ხდება. თუ ამას არ გავუფრთხილდებით, რაღაც განსაკუთრებულს დავკარგავთ" - თქვა მან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"