უელსის ნაკრებისთვის ეს მსოფლიოს თასზე წაგება იყო. საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებებთნ უელსელებმა ჯამში ხუთი ქულის სხვაობით დათმეს. რაც იმის დასტურია, რომ ეს გუნდი გცილებით მეტს იმსახურებდა, ვიდრე მეოთხე ადგილია. თუმცა ავსტრალიამ რეალურად დაიმსახურა გამარჯვება მესამე ადგილისთვის მატჩში. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები უელსელთა კაპიტანი სემ ვერბ
ამჯერად უელსელებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ვერბარტონიც და პრისტლენდიც მწყობრში არიან. შესაბამისად, "მილინიუმზე" ანშლაგს ელოდებიან. წესით 74-ათასიანი სტადიონი პირთამდე უნდა შეივსოს, მით უფრო, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს და ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩს გამართავს უელსური რაგბის ლეგენდა შეინ ვილიმასი, რომელმაც აქამდე 87 კეპი მოიხვეჭა.
ტანდაბალი, ჩაფსკვნილი და ვერცხლისწყალივით სწრაფი უელსელი, რომელსაც თნაბარად ძლიერად შეეძლო ეთამაშა უკანა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე, მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ 2008 წელს დაასახელს. ერთი წლის შემდეგ კი "ბრიტანელი ლომების" მიერ გამართულ სამხრეთულ ტურნეში იყო საუკეთესო. მისი დებიუტი კი უელსის ნაკრებში თერთმეტი წლის წინათ, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში შედგა.
ცხადია, შეინის ამბავი მასპინძლებს დამატებით მოტივაციას აძლევს. მათ ძალიან უნდათ რევანშის აღებასთან ერთად, ბოლო წლების ლიდერი და საუკეთესო მეგობარი ნაკრებიდან გამარჯვებული გააცილონ. ეს სავსებით რეალურია, თუ გავიხსენებთ, რომ უელსელებმა სამი წლის წინათ სწორედ "მილენიუმზე" შეძლეს "ვოლაბების" სამი ქულის სხვაობით დამარცხება - 21:18.
"დარწმუნებული ვარ, უელსელი მორაგბეები კარდიფში ისეთივე განწყობით დაგვხვდებიან, როგორითაც ჩვენ ოკლენდში ორიოდ თვის წინათ. ემოციები სათამაშო სპორტის სახეობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და რევანშის აღების წყურვილი მასპინძლებს ძალებს გაუორმაგებს" - თქვა ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა.
"ვოლაბებმა" ერთი კვირის წინათ "თვიქნემზე" დიდი ანგარიშით 60:11 მოუგეს "ბარბაროსებს". შავ-თეთრ მაისურებში გამოწკეპილმა გუნდმა მაშინ დაცვაში საზიზღრად ითამაშა. "ბარბაროსებმა" მეტოქეს მინიმუმ ხუთი ლელო აჩუქეს.
ცხადია, ავსტრალიელებს იმედი არ აქვთ, რომ კარდიფში იგივე განმეორდება. პირიქით, ისინი მეტოქისგან საკმაოდ მკაცრ, ხისტ დაცვას ელოდებიან და საამისოდ ემზადებიან კიდეც. ისევე როგორც ლონდონურ მატჩში, ძირთადი მგეზავი ჯეიმზ ოკონორი იქნება, რომელმაც ცხრა ნომერ ვილი გენიასთან დუეტში შესანიშნავად გაართვა თავი გუნდის თამაშის დაგეზვას.
უელსი-ავსტრალია
უელსი: 15. ლი ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. სკოტ ვილიამსი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიმსი, 10. რის პრისტლენდი, 9. ლოიდ ვილიამსი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. სკოტ ენდრიუ, 4. ბრედლი დევისი, 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. მეთიუ რისი, 17. რაიან ბევინგთონი, 18. რაიან ჯოუნზი, 19. ჯასტინ ტიპურიჩი, 20. ტევის კნოლი, 21. დენ ბიგარი, 22. ალექს კატბერტი.
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი კუპერი, 14. ლაკი ტერნერი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანი, 10. ჯეიმზ ოკონორი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სალესი მააფუ, 4. ჯეიმზ ჰროვილი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. ნათან შარფი, 19. რადეკი სამო, 20. ბენ ლუკასი, 21. ბენ ტაპუაი, 22. ანტონი ფაინგაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"