"პუმებს" ტესტები გაუორმაგდა

AutoSharing Option
არგენტინის რაგბის კავშირმა ეროვული ნაკრების მატჩების მომავალი წლის კალენდარი გამოაქვეყნა. შარშანდელთან შედარებით "პუმები" ორჯერ მეტ მატჩებს გამართავენ. ეს კი, ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ არგენტინის ნაკრები სამი ერის გათამაშებას მეოთხე ერად დაემატა.

არგენტინელები ოთხი ერის გათამაშებაში სამ მატჩს შინ გამართავენ, სამსაც სტუმრად. მეტოქეები კი პლანეტის სამი საუკეთსო გუნდი: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია იქნებიან. ცხადია, ამ გუნდებთან ყოველ წელიწადს ორ-ორჯერ თამაში არგენტინული რაგბის არნახულ პროგრესს გამოიწვევს. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ერის მატჩებს ბუენოს აირესი უმასპინძლებს, თუმცა განიხილება ასევე ქალაქების, როსარიოსა და
მენდოსას ვარიანტიც.

ამ ექვსი თმაშის გარდა "პუმები" კიდევ ექვს ტესტს გამართავენ. ივნისში არგენტინელები შინ ორჯერ დაუპირისპირდებიან საფრანგეთის ნაკრებს, იქამდე კი, ივნისის დასაწყისში, იტალიას უმასპინძლებენ.

ნოემბრის ტესტებისას "პუმები" ევროპას ეწვევიან და სამ შეხვედრას გამართავენ, უელსის, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან.

ივნისის ტესტები
9 ივნისი
არგენტინა-იტალია

16 ივნისი
არგენტინა-საფრანგეთი

23 ივნისი
არგენტინა-საფრანგეთი

ოთხი ერი
18 აგვისტო
სამ.აფრიკა-არგენტინა

25 აგვისტო
არენტინა-სამ.აფრიკა

8 სექტემბერი
ახ.ზელანდია-არგენტინა

15 სექტემბერი
ავსტრალია-რგენტინა

29 სქტემბერი
არგენტინა-ახ.ზელანდია

6 ოქტომბერი
არგენტინა-ავსტრალია

ნოემბრის ტესტები
10 ნოემბერი
უელსი-არგენტინა

17 ნოემბერი
საფრანგეთი-არგენტინა

24 ნოემბერი
ირლანდია-არგენტინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული