ჯეიმზ ოკონორი ტესტებს გამოტოვებს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრებისა და ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე "მელბურნ რებლზის" უნივერსალური უკანახაზელი ჯეიმზ ოკონორი მძიმედ დაშავდა.

მან ზე რაგბის მორიგი ტურის შეხვედრაში, სიდნეის "ვორათაზთან" მატჩში, მხარი დაიშავა. ის ჰოსპიტალში მატჩის დასრულებისთანავე მიიყვანეს. ერთი შეხედვით, სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ოკონორი საავადმყოფოში რამდენიმე დღე უნდა დარჩეს. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ვარჯიშის განახლებას ის მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ შეძლებს.

ეს ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა ავსტრალიის ნაკრების თავკაც რობი დინსისთვის. "ვოლაბებს" ივნისში შოტლანდიისა და უელსის ნაკრებებთან დაპირისპირება ელოდება. დინსი ოკონორს მგეზავის პოზიციაზე თამაშს
უპირებდა ტრავმირებული ქუადე კუპერის არყოფნაში.

"ვოლაბები" პირველ შეხვედრას 2 ივნისს შოტლანდიის ნაკრებთან ნიუკასლში გამართავს, 9, 16 და 23 ივნისს კი უელსის ეროვნულ გუნდს, შესაბამისად, ბრისბენში, მელბურნსა და სიდნეიში დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული