"პომები" წლეულს ტურნეს გამართავენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც "ბოკეს" სამჯერ დაუპირისპირდებიან, შუალედებში კი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის, "ქარის თასის" გათამაშების ნაკრებს ესპარინგებიან. აფრიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე ინგლისის ნაკრების "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" ეთამაშება.
ლანკასტერს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენია: ტომ კროფტი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ ვუდი და ნიკ ვუდი.
გაკვირვება გამოიწვია ნაკრებში ტომ იანგზის გამოძახებამ, თუმცა ლანკასტერმა ეს ასე ახსნა:
"ტომ იანგს უდიდესი პოტენციალი აქვს. გვინდა მას გარკვეული
ნაკრებში ყველაზე მეტი - ცხრა-ცხრა მოთამაშე "ჰარლიქვინზიდან" და "ლესტერ ტაიგერსიდან" მოხვდა. ცხადია, "პომებს" ტურნეში კრის რობშო უკაპიტნებს.
"კრის რობშო სამშაბათს საღამოს ინგლისის წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. ვულოცავთ მას ამ აღიარებას და სწორია, რომ ის დღემდე გუნდის კაპიტანია." - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.
ინგლისელთა თავკაცმა გუნდში მიიწვია ვეტერანი ჯიმი ჰესკელიც, რომელიც ახალ ზელანდიაში, ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე დანიდინის "ჰაილენდერზში" თამაშობს. არადა, ინგლისის რაგბის კავშირის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მოთამაშე ინგლისელებს ეროვნული ნაკრების კარი დაკეტილი აქვთ.
ლანკასტერმა უყურადღებოდ დატოვა ზე რაგბის "მელბურნ რებლზში" მოთამაშე მგეზავის, დენი სიპრიანის ლტოლვა, ინგლისის ნაკრებში დაბრუნდეს. "პომების" თავკაცი მის პოზიციაზე უფრო გამოცდილ ტობი ფლუდს და წლევანდელი სეზონის აღმოჩენას, 20 წლის ოუენ ფარელს ენდობა.
ინგლისელთა თავკაცმა გუნდში დააბრუნა ცხრა ნომერი დენ კერი, რომელიც დისციპლინის დარღვევის გამო დასჯილი იყო და ბევრი გაუცდა. ლანკასტერი მას მეორე შანსს აძლევს, თუმცა ესეც გასაკვირია. ცხადია, კარგია, რომ ადამიანს შეცდომის გამოსწორების საშუალებას აძლევენ და ხელს არ კრავენ, მაგრამ გაუგებარია, რა დააშავა ასეთი დენი სიპრიანიმ, რომელიც რატომღაც ყველამ ერთად "მოიძულა".
როგორც უკვე ვთქვით, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ინგლისის ნაკრები "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება.
"ბარბაროსებთან" მატჩში რამდენიმე ახალ მოთამაშეს გამოვცდით. ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტი მორაგბე ვიხილოთ უშუალოდ საქმეში. ძალიან გვიხარია, რომ მალე "თვიქნემზე" ჩვენი ქომაგების თვალწინ ისევ ვითამაშებთ. გვინდა, მათ მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ ექვსი ერის გათამაშებისას წლეულს გულმხურვალედ გვქომაგობდნენ" - თქვა ინგლისელთა თავკაცმა.
ტრავმების გამო გუნდში ვერ მოხვდნენ კრის ბროკერი, სტიუარტ ჰოპერი, კალუმ კლარკი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ჩარლი შარპლსი, ჯო სიმპსონი, ჰენრი ტომასი, რობ ვებერი, დევიდ ვილოსნი. ტომ ვუდი, ნიკ ვუდი.
ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, მეთ სტივენის (ორივე-სარასენზი), დენ კოლი, გრემ კიტჩნერი, ჯოფ პერლინგი, ტომას ვალდრომი, ტომ იანგზი (ხუთივე-ლესტერ ტაიგერზი), ალექს კორბიშერო (ლონდონ აირიში), პაულ დორან ჯოუნზი, ფილ დოუსონი, დილან ჰართლი, (სამივე-ნორსჰემპთონი), კარლ ფირნი, ლი მეარსი (ორივე-ბასი), ჯო გრეი, ჯო მარლერი, კრის რობში, ჯორჯ რობსონი (ოთხივე-ჰარლიქვინზი), ჯიმი ჰესკელი (ჰაილენდერზი), ტომ ჯონსონი (ექსეტერი), ჯო ლანჩბერი (ვოსფსი), ბენ მორგანი (ჰლანეჰლი), მეთ მულენი (ვორსტერი), ტომ პალმერი (სტად ფრანსე),
უკანა ხაზი: ენტონი ალენი, ტობი ფლუდი, მანუ ტუილაგი, ბენ იანგზი (ოთხივე-ლესტერ ტაიგერზი), კრის ეშტონი, ლი დიკსონი, ბენ ფოდენი (სამივე-ნორსჰემპთონი), ბრედ ბარითი, ოუენ ფარელი, ალექს გუდი, ჩარლი ჰოჯსონი, დევიდ სტრიტლი (ხუთივე-სარასენზი), მაიკ ბრაუნი, დენი კერი, ჯორჯ ლოუ, უგო მონი, ჯორდან ტერნერ-ჰალი (ხუთივე-ჰარლიქვინზი), ჯონათან ჯისეფი (ლონდონ აირიში), კრისტიან ვედე (ვოსფსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"