"ბარბაროსები" მაიკ თინდოლს უხმობენ

AutoSharing Option
"ბარბაროსები" წლეულს სამ შეხვედრას გამართავენ ინგლისის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებებთან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა ჯონ ქირვანმა, რომელსაც აქამდე იტალიისა და იაპონიის ნაკრებებში უმუშავია, ათი ქვეყნის 33 მორაგბეს უხმო.

გამოძახებულთა შორის არიან ვეტერანები, ინგლისური "გლოსტერის" შუამარბები მაიკ თინდოლი და ელიოტა საპოლუ. უკანა ხაზში, მათ გარდა, "ბარბაროსების" შემადგენლობაში დებიუტი ექნებათ უელსელ მგეზავ სტივენ ჯოუნზს, შოტლანდიის ნაკრების ცხრა ნომერ რორი ლაუსონს.

შერკინებაში პირველად ითამაშებენ გამოცდილი მორაგბეები, დუკან ჯოუნზი, ჯონ აფოა, ჯონ ბითი, ხუან მანუელ ლეგუსამონი და მაიკ ოდრისკოლი. ქირვანმა ბოლო მომენტში გუნდში იხმო
ახალზელანდიელი მალილი მულიაინა, სამხრეთაფრიკელი ჯონ სმიტი, ფიჯელი ისა ნაკევა და არგენტინელი ფელიპე კონტეპომი.

"ბარბაროსები" პირველ შეხვედრას "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს, მერე კინგსჰოლმში "სამყურებს" დაუპირისპირდება. ბოლო თამაშს კი კარდიფში, "მილენიუმზე" გამართავს, სადაც ლეგენდარული გარემარბი შეინ ვილიამსი თავის ბოლო მატჩში იასპარეზებს.

ბარბაროსები
შერკინება: სხალკ ბრიტსი, ჯონ სმითი, ბი ჯეი ბოთა, ენტონი ფან ზილი, პედი ფანენბურხი (ხუთივე-სამხრეთ აფრიკა), ბენუა ოგუსტი, ჟერომ ტიონი, რაფაელ ლაკაფია, ენტონი ბურბანი (ოთხივე-საფრანგეთი), ალედ დე მალმანჩი, ჯონ აფოა, ნემი ტიალატა (სამივე-ახალი ზელანდია), დანკან ჯოუნზი (უელსი), მაიკ ოდრისკოლი (ირლანდია), პელუ ტაელე (სამოა), აკუპუსი ქერა (ფიჯი), ჯონ ბითი (შოტლანდია), ხუან მანუელ ლეგუსამონი (არგენტინა).
უკანა ხაზი: ისა ნეკევა (ფიჯი), მალილი მულიაინა, სტივენ დონალდი (ორივე - ახალი ზელანდია), იან ბოლში, პოლ სესკი, მაიკ თინდოლი (სამივე - ინგლისი), სედრიკ ემონსი, დამიენ ტრაი, ჟერომ ფილოლი (სამივე - საფრანგეთი), შეინ ვილიამსი, სტივენ ჯოუნზი (ორივე - უელსი), საილოსი ტაგიკაკიბაუ, ელიოტა საპოლუ (ორივე - სამოა), ფელიპე კონტეპომი (არგენტინა), რორი ლაუსონი (შოტლანდია).

25 მაისი
ინგლისი-ბარბაროსები

29 მაისი
ირლანდია-ბარბაროსები

2 ივნისი
უელსი-ბარბაროსები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული