დეკლან კიდნიმ ვაკანსია შეავსო

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ ახალ ზელანდიაში გასამართ ტურნეში გასამგზავრებელ შემადგენლობაში ვაკანტური ადგილები შეავსო. მან აქამდე რამდენიმე მოთამაშეს მისცა დრო გამოსაჯანმრთელებლად და თავისი ვარგისიანობის დასამტკიცებლად.

კრის ჰენრიმ და ბრეტ ვილკინსონმა ახლახან "ბარბაროსების" წინააღმდეგ ითამაშეს და კიდნის მოწონება დაიმსახურეს. ორივე მორაგბე "სამყურების" შემადგენლობაში ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

გუნდს დაემატა კიდევ ერთი მორკინალი მაიკ მაკარტი, რომელიც, სავარაუდოდ, ტრავმირებულ პოლ ოკონელის შეცვლის, რომელიც დღემდე მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრები "ოლ ბლექსთან" სამ ტესტ-მატჩს გამართავს.

ირლანდიის ნაკრები
შერკინება: რორი ბესტი, შონ კრონინი, დეცლან ფიზპატრიკი,
კიან ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, კრის ჰენრი, რონან ლუნი, კევინ მაკლუჰლინი, მაიკ მაკარტი, შონ ობრაიანი, დონჩა ოკალაჰანი, პიტერ ომაჰონი, მაიკ როსი, დონჩა რაიანი, მაიკ შერი, დენ ტუოი, ბრეტ ვილკინსონი.
უკანა ხაზი: დარენ კავე, გორდონ დარსი, ქის ირლზი, რობ კირნი, პაულ მარშალი, ფერგიუს მაკფადენი, კონორ მურეი, ბრაიან ოდრისკოლი, რონან ოგარა, ევან რედანი, ჯონათან სექსტონი, ენდრიუ ტრიმბლი, საიმონ ზებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული