ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა კი ასპარეზობა უკვე დაასრულეს და, შესაბამისად, ამ ქვეყნების გუნდებმა ზე რაგბის გათამაშებაში თამაში განაახლეს.
ახალი ზელანდია
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. ახალი ზელანდიის კონფერენციაში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეულია.
ეს შარშანდელი ჩემპიონი ჰემილთონის "ჩიფსია". მე-18 ტური სწორედ ამ გუნდისა და ველინგტონის "ჰარიკენზის" დაპირისპირებით გაიხსნა.
ჰემილთონელებმა შინ აღმავლობით ითამაშეს და მეტოქე, რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი 34:22 მოუგეს.
სტუმრებმა "ჩიფსს" წინააღმდეგობა პირველი ტაიმის დასკვნით ათ წუთში გაუწიეს, როცა წინ გაჭრილ
შესვენების შემდეგ ჰემილთონელებმა მობილიზება შეძლეს და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
შედეგად "ჩიფსს" 61 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. მას უახლოესი მდევარი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" 15 ქულით ჩამორჩება და, ცხადია, ჰემილთონელებს პირველობას ვერ შეეცილება.
"ჯვაროსნები" მე-18 ტურში სტუმრად ეთამაშებიან კონფერენციის აუტსაიდერ დანიდინის "ჰაილენდერზს".
დენ კარტერი და კომპანია ყველანაირად ეცდება ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს და ნახევარფინალის შესარჩევ პლეი ოფში გააღწიოს. ამ შემთხვევაში გუნდს კაპიტანი და ლიდერი რიჩი მაქოაც შეუერთდება.
XVIII ტური
ჩიფსი-ჰარიკენზი 34:22, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 61 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 46, 3. ბლუზი - 43, 4. ჰარიკენზი - 39, 5. ჰაილენდერზი - 22.
სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში პირდაპირ ნახევარაფინალში გასვლის შანსი პრეტორიის "ბლუ ბულზს" აქვს, რომელიც 54 ქულით პირველ ადგილზეა.
"ლურჯი ხარები" მე-18 ტურში შინ ეთამაშებიან აუტსაიდერ "საუთერნ კინგზს" და გამარჯვების შემთხვევაში უახლოესი მდევრისგან, ბლუმფონტეინის "ჩიტაზისგან" მიუწვდომელი შეიქნება. ეს გუნდი პრეტორიელებს ცხრა ქულით ჩამორჩება და სტუმრად ეთამაშება მეოთხე ადგილზე მყოფ კეიპთაუნის "სტორმერზს".
ზე რაგბის დატოვება კი დებიუტანტ "საუთერნ კინგზს" მოუწევს. მის ადგილს, სავარაუდოდ, ისევ იოჰანესბურგის "ლაიონზი" დაიკავებს.
ავსტრალიის კონფერენციაში, როგორც უკვე ვთქვით, ივნისის ტესტების გამო შესვენება კიდევ ორ კვირას გასტანს. გათამაშება "ბრიტანელი ლომების" ტურნეს დასრულების შემდეგ განახლდება.
აქ პირველობისთვის ორი გუნდი - კანბერას "ბრამბიზი" და ბრისბენის "რედსი" იბრძვის. კანბერელებს 59 ქულით პირველი საფეხური უჭირავთ და მეტოქეს ხუთი ქულით უსწრებენ.
XVIII ტური
ნატალ შარქსი-ბლუზი, ბლუ ბულზი-საუთერნ კინგზი, სტორმერზი-ჩიტაზი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 54 ქულა, 2. ჩიტაზი - 46, 3. ნატალ შარქსი - 38, 4. სტორმერზი - 38, 5. საუთერნ კინგზი - 24.
ავსტრალია
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 59 ქულა; 2. რედსი - 54; 3. ვორათაზი - 44; 4. მელბურნ რებლზი - 32; 5. ფორსი - 27.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"